რემლში პუტინი-მერკელი-ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ჩაფრინდნენ, სადაც უკრაინის კრიზისის დარეგულირების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ “ტასი” იუწყება.

მერკელი და ოლანდი მოსკოვში ჩასვლამდე კიევში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან მოლაპარაკებები გამართეს.

საფრანგეთის პირველი პირის განცხადებით, მოსკოვში, გერმანიის კანცლერთან ერთად, გარკვეული შეთავაზებები ჩაიტანა. თუმცა, მათი ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო
შემდეგი სტატია“ქართუ ჯგუფი” ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობას გეგმავს