რელიგიური ორგანიზაციები დაფინანსების კუთხით მართლმადიდებელ ეკლესიასთან გათანაბრებას ითხოვენ

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. რელიგიური ორგანიზაციები იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლებიც, მათი აზრით, რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია; საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი; საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია; წმიდა სამების ეკლესია და ქრისტეს ეკლესია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ განუცხადა, საპატრიარქო გათავისუფლებულია მოგების, დღგ-სა და ქონების გადასახადისგან, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაციები – არა, რაც დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.

“გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპატრიარქო თავისუფლდება გადასახადებისგან, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაციები – არა. ვთვლით, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, სადაც მითითებულია, საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების თანაბარი უფლებებით სარგებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას მიეცეს საშუალება გათავისუფლდეს გადასახადებისგან”, – აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ. ტოლერანტობის ინსტიტუტი საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი რიგი გადასახადებისაგან ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს მსგავსი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური უმცირესობები მრავალი წელია ითხოვენ ზემოხსენებული დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრას და თანასწორ საგადასახადო რეჟიმში მოქცევას,რაც ასევე სისტემატურად აისახება საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. სარჩელით მოთხოვნილია იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც მისცემს შესაძლებლობას არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რაც ხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

8 რელიგიურმა ორგანიზაციამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტან

banner
წინა სტატიაშიუკრაინა რუსეთისგან ყირიმისა და დონბასის გამო კონპენსაციას მოითხოვს
შემდეგი სტატიაერთი პერიოდი იყო, რომ გადაწყვეტილებამდე ვიყავით მისულები – ელოშვილი “ყაზტრანსგაზზე”