რეიტინგები არის უსაქმურების საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია

1561553109_805525636205181_7625655596902711605_oრეიტინგები არის უსაქმურების საქმე, ჩემი საზრუნავი არ არის რეიტინგები, ჩემი საზრუნავია ლარის კურსი და როგრო გავზარდოთ ეკონომიკა-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

,,მნიშვნელობა არ აქვს ვინ ატარებს ამ რეიტინგებს, მთავარია ადგილზე სამუშაოებს ვინ ასრულებს.  ჩემთის პირადად, მთავარი არის მოსახლეობა იყოს კმაყოფილი მთავრობის მუშაობით. თუ ჩემი მინისტრები იქნებიან მაღალი რეიტინგის ეს  კიდევ ერთხელ მიუთითებს , რომ მთავრობა, როგორც ერთიანი არის მაღალრეიტინგული, თუმცა რეიტინგებზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მეტი საქმის კეთებაზე. ჩემი საქმე არის ლარის კურსი თუ როგორ შეუმსუბუქოთ მოსახლეობას ეს მდგომარეობა, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორც შევქმნათ სამუშაო ადგილები და არა რეიტინგები.  რეიტინგები არის უსაქმურების საქმე, ვისაც საქმე არ აქვს ის არის დაინტერესებული რეიტინგების ზრდით თუ კლებით. ასე რომ მე მოვუწოდებ უსაქმურებს, რომ დაკავდნენ რეიტინგების შესწავლით” , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

banner
წინა სტატიაშიძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო
შემდეგი სტატიასაიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის–ირაკლი ღარიბაშვილი