რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდება

გამოჩენილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ღონისძიების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებები გატარდება

კერძოდ, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება და დგომა; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება და დგომა ორივე მიმართულებით.

სამების საკათედრო ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას დაარეგულირებს საპატრულო პოლიცია. ქუთაისის ქ-ზე დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.

banner
წინა სტატიაშიორხევში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია