რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ფედერაციის მიმართ იყო არასწორი შეფასებები

რევაზ არველაძე ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ის მონაწილეობას მიიღებს. ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, აღმასკომის შეკრება რამდენიმე დღეში მოხდება. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს არჩევნების თარიღის დანიშვნა.

ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არველაძესთან ერთად სავარაუდოდ აპირებენ ლევან კობიაშვილი, მერაბ ჟორდანია და მიხეილ ყაველაშვილი.

banner
წინა სტატიაშივიდეო–”ჩვენ ჩვენი პრინციპული პოლიტიკით, რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ”
შემდეგი სტატიათბილისში ჩვილის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ