რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები დადებითად შეფასდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით რეგიონული განვითარების პროგრამაზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

კომისიის შეხვედრაზე „2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის“მიმდინარეობა და 6 თვიანი ანგარიში განიხილეს. პროგრამის ფარგლებში უწყებების მიერ გატარებული სამუშაოები დადებითად შეფასდა, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებები დაიგეგმა.

აღნიშნული რეგიონული განვითარების პროგრამა რამდენიმე სამინისტროს პროგრამულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს. მისი განხორციელების ეფექტიანობის მონიტორინგის მექანიზმების შექმნა მთავარი წინაპირობაა ევროკავშირის საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამის მე-2 ფაზის ინიცირებისთვის, რომელიც ევროკავშირის მხრიდან 26 მლნ ევროს საბიუჯეტო და 4 მლნ ევროს ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

რეგიონული განვითარების პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, არამედ ისლამურ სამყაროსთან ხიდი ხართ”
შემდეგი სტატიასასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა