რეგიონებში 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

განუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება

სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში დაახლოებით 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც “თაიმერს” “ენერგო-პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, ძლიერმა ქარმა რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
“ენერგო-პროს” ტექნიკურმა სამსახურმა დაზიანების წუთიდანვე დაიწყო აღდგენითი სამუშაობი, რომელიც ახლაც გრძელდება, რათა რაც შეიძლება დროულად და ოპერატიულად მოხდეს აღდგენა, თუმცა, ქარი ამ დროისთვისაც გრძელდება და ხელს უშლის სამუშაობის წარმოებას”, – განმარტა “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაში17 მაისს თბილისის ცენტრს სტუდენტები LGBT-ს არ დაუთმობენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში მორიგი “ტელედაკავება” განხორციელდა, რომელსაც დავით საყვარელიძე ესწრებოდა