რა ხდება ზუგდიდის ე.წ მეცამეტე რაიონში

რა ხდება ზუგდიდის ე.წ მეცამეტე რაიონში

რა ხდება ზუგდიდის ე.წ მეცამეტე რაიონშიზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე განთავსებულ დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებნი უკვე ნამდვილად არ უჩივიან საცხოვრებელ პირობებს. ახალი ინფრასტრუქტურა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ჩასახლებაში აშენებულია ძვირადღირებული ბუნგალოები , ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთ პოზიტივს ჩაენაცვლა მორიგი ნეგატივი. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო რთულად მიმდინარეობს ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესი. რომ არა პოლიციის მობილური მოქმედება სიტუაცია ძალიან ხშირად გაცილებით უარესი შედეგებით დამთავრდებოდა. ამ ჩასახლებიდან ყოველ ღამე გაყავთ 2-3 დაკავებული პირი.

ნონა უბილავა აფხაზეთის მთავრობა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელის მრჩეველი:

რა ხდება ზუგდიდის ე.წ მეცამეტე რაიონშიეს ჩასახლება უკვე ქალაქში მოიხსენიება როგორც მეცამეტე რაიონი. მართლაც ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს შეგუების პროცესი. დაუსაქმებელი ადამიანები ხშირად სვამენ და ყოველ ღამე სცემენ ერთმანეთს. მადლობა ღმერთს პოლიცია არის საჭირო დონეზე. ჩვენ ვცდილობთ პრევენციული ზომების გატარებას და მოზარდების ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების წესში. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩავატარეთ რამოდენიმე ტურნირი. თუმცა ამ ტიპის ღონისძიებები უნდა ჩატარდეს პერიოდულად, ამიტომ ვცდილობთ მუდმივ რეჟიმში ვიპოვოთ სპონსორები. ამ ჯერზე დახმარებას გვიწევს ლევან აქუბარდია. მისი უშუალო მხარდაჭერით და დაფინანსებით ვატარებთ ტურნირს კალათბურთში. 50 – მდე მოზარდი არის ჩართული შეჯიბრებაში, რისთვისაც მინდა მას გადავუხადო მადლობა . – განაცხადა ჩვენთან საუბარში ნონა უბილავამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ,,ტელნიაშკით,, ველოსიპედზე (VIDEO)
შემდეგი სტატიაბლატერის სკანდალური განცხადება რუსეთისა და ყატარის ჩემპიონატებზე