რა ხდება ერევანში?- მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ

ერევენში მანიფასტანტების წინააღმდეგ შტურმი იგეგმება

ერევანში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. სომხური მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის გამზირი აქვთ გადაკეტილი.
სომხეთის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, უნან პოღოსიანი დემონსტრაციის ადგილას მივიდა და პირადად სცადა დაერწმუნებინა მომიტინგეები გაეთავისუფლებინათ ცენტრალური გამზირი.
“გზის გადაკეტვა არის არასწორი საქციელი, ეს არის სხვა იმ მოქლააქეების უფლებების დარღვევა, რომლებიც სამსახურში ან საავადმყოფოში მიდიან”, – აღნიშნა პოღოსიანმა.
აქცია მთელი ღამის განმავლობაში მშვიდად მიმდინარეობდა, მომიტინგეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, ისინი ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის შემცირებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილებმა ქვეყნის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. საკოორდინაციო ჯგუფმა სახელმწიფოს მეთაურს მოუწოდა, პირდაპირ ეთერში ბათილად გამოაცხადოს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება. აქტივისტებმა აქცია სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრშიც გამართეს. გაზრდილი ტარიფი 1-ლი აგვისტოდან უნდა შევიდეს ძალაში.

 

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ორგანიზაციებს და მედიას ინფორმაციის მაქსიმალურად გადამოწმებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით