რა ხდება გურჯაანის გამგეობაში და როგორ ათავისუფლებენ თანამშრომლებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების უკვე ყოფილი მთავარი სპეციალისტი ხელმძღვანელობას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. როგორც ქეთევან ოქროპირიძემ „აქცენტს“ განუცხადა, გაურკვევლობა „სამუზეუმო გაერთიანების” და “საბიბლიოთეკო გაერთიანების” თანამშრომლებისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისში ამ ორი აიპ–ის შერწყმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. „ამის შემდეგ სამსახურში მოვიდა გამგებლის განცხადება ყველა თანამშრომლის შესაძლო გათავსისუფლების თაობაზე და თანამშრომლებს იძულებით მოაწერინეს ხელი. პირადად მე ყველაზე ბოლოს მოვაწერე ხელი. დამემუქრნენ, რომ ხელფასს არ დამირიცხავდნენ. ამის შემდეგ მივედი გამგეობის იურისტთან და ვკითხე, ხომ არ ირღვეოდა ჩემს შემთხვევაში შრომითი კოდექსის მე–6 მუხლი, რადგან ამ თანამდებობაზე უწყვეტად მაქვს ნამუშევარი 30 თვის განმავლობაში და ხელშეკრულების წლის ბოლომდე გაფორმება მეკუთვნოდა, თუმცა იურისტმა უარყოფითი პასუხი გამცა და აღნიშნული მიმდინარე ოპტიმიზაციით განმარტა. ამის შემდეგ უკვე გაერთიანებული “გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ თაობაზე რაღაც პრობლემები შეიქმნა და მისი ოფიციალურად დარეგისტრირება 7 ნოემბრამდე ვერც შეძლეს. ამ გაერთიანების ხელმძღვანელად კი გამგებელმა კონკურსის გარეშე დასვა ვინმე მაია ბეროშვილი, ფარმაცეფტი, რომელსაც არც შესაბამისი ცოდნა გააჩნია და არც კვალიფიკაცია. არ აქვს საშტატო განრიგი შედგენილი, არანაირი სამოქმედო გეგმა. აგვისტოს განმავლობაში სრულ გაუგებრობაში გვატარა. სამსახურში ვიარეთ 16 დღე და ანაზღაურება ამ დრომდე არ აგვიღია და რომ ვკითხეთ სამომავლო გეგმების შესახებ, რა უნდა გვექნა ჩვენ, გაგვეგრძელებინა თუ არა სამსახურში სიარული, გვიპასუხა, „რაც გინდათ, ის ქენითო“. გაირკვა, რომ მან თანამშრომელთა ნაწილს მისცა ხელფასი, ნაწილს კი დღემდე არ აძლევს, თავად კი სანამ შერწყმული აიპი ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა, ორივე აიპიში ცალ–ცალკე იღებდა ხელფასებს. ორი დღის წინ გავიგე, რომ თანამშრომელთა აყვანა დაიწყო და დღეს მივედი მასთან. მითხრა, რომ ჩემთან არ აგრძელებდა ხელშეკრულებას, რადგან კადრებს ამცირებდა. დავინტერესდი, თუ რატომ, რადგან ამავე პოზიციაზე მყოფ ახალ თანამშრომელს თავად შეუქმნა შტატი – ორგანიზატორის, კიდევ ერთი კი მის თანაშემწედ დანიშნა, მიპასუხა, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, თავხედურად გამომისტუმრა. დღესვე ვცდილობდი გამგებელთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ“,– განაცხადა ოქროპირიძემ. მისივე თქმით, ის არ გეგმავს, უპასუხოდ დატოოს აღნიშნული ქმედება და გეგმავს, სასამართლოში იჩივლოს. „აქცენტი“ გურჯაანის გამგეობას დაუკავშირდა. განმარტებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების უკვე ყოფილი მთავარი სპეციალისტი ხელმძღვანელობას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.  როგორც ქეთევან ოქროპირიძემ „აქცენტს“ განუცხადა, გაურკვევლობა „სამუზეუმო გაერთიანების” და “საბიბლიოთეკო გაერთიანების” თანამშრომლებისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისში ამ ორი აიპ–ის შერწყმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.  „ამის შემდეგ სამსახურში მოვიდა გამგებლის განცხადება ყველა თანამშრომლის შესაძლო გათავსისუფლების თაობაზე და თანამშრომლებს იძულებით მოაწერინეს ხელი. პირადად მე ყველაზე ბოლოს მოვაწერე ხელი. დამემუქრნენ, რომ ხელფასს არ დამირიცხავდნენ. ამის შემდეგ მივედი გამგეობის იურისტთან და ვკითხე, ხომ არ ირღვეოდა ჩემს შემთხვევაში შრომითი კოდექსის მე–6 მუხლი, რადგან ამ თანამდებობაზე უწყვეტად მაქვს ნამუშევარი 30 თვის განმავლობაში და ხელშეკრულების წლის ბოლომდე გაფორმება მეკუთვნოდა, თუმცა იურისტმა უარყოფითი პასუხი გამცა და აღნიშნული მიმდინარე ოპტიმიზაციით განმარტა. ამის შემდეგ უკვე გაერთიანებული “გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ თაობაზე რაღაც პრობლემები შეიქმნა და მისი ოფიციალურად დარეგისტრირება 7 ნოემბრამდე ვერც შეძლეს. ამ გაერთიანების ხელმძღვანელად კი გამგებელმა კონკურსის გარეშე დასვა ვინმე მაია ბეროშვილი, ფარმაცეფტი, რომელსაც არც შესაბამისი ცოდნა გააჩნია და არც კვალიფიკაცია. არ აქვს საშტატო განრიგი შედგენილი, არანაირი სამოქმედო გეგმა. აგვისტოს განმავლობაში სრულ გაუგებრობაში გვატარა. სამსახურში ვიარეთ 16 დღე და ანაზღაურება ამ დრომდე არ აგვიღია და რომ ვკითხეთ სამომავლო გეგმების შესახებ, რა უნდა გვექნა ჩვენ, გაგვეგრძელებინა თუ არა სამსახურში სიარული, გვიპასუხა, „რაც გინდათ, ის ქენითო“. გაირკვა, რომ მან თანამშრომელთა ნაწილს მისცა ხელფასი, ნაწილს კი დღემდე არ აძლევს, თავად კი სანამ შერწყმული აიპი ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა, ორივე აიპიში ცალ–ცალკე იღებდა ხელფასებს. ორი დღის წინ გავიგე, რომ თანამშრომელთა აყვანა დაიწყო და დღეს მივედი მასთან. მითხრა, რომ ჩემთან არ აგრძელებდა ხელშეკრულებას, რადგან კადრებს ამცირებდა. დავინტერესდი, თუ რატომ, რადგან ამავე პოზიციაზე მყოფ ახალ თანამშრომელს თავად შეუქმნა შტატი  – ორგანიზატორის, კიდევ ერთი კი მის თანაშემწედ დანიშნა, მიპასუხა, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, თავხედურად გამომისტუმრა. დღესვე ვცდილობდი გამგებელთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ“,– განაცხადა ოქროპირიძემ.  მისივე თქმით, ის არ  გეგმავს, უპასუხოდ დატოოს აღნიშნული ქმედება და გეგმავს, სასამართლოში იჩივლოს.  „აქცენტი“ გურჯაანის გამგეობას დაუკავშირდა. განმარტებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.   გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების უკვე ყოფილი მთავარი სპეციალისტი ხელმძღვანელობას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც ქეთევან ოქროპირიძე აცხადებს, გაურკვევლობა „სამუზეუმო გაერთიანების” და “საბიბლიოთეკო გაერთიანების” თანამშრომლებისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისში ამ ორი აიპ–ის შერწყმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ამის შემდეგ სამსახურში მოვიდა გამგებლის განცხადება ყველა თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე და თანამშრომლებს იძულებით მოაწერინეს ხელი. პირადად მე ყველაზე ბოლოს მოვაწერე ხელი. დამემუქრნენ, რომ ხელფასს არ დამირიცხავდნენ. ამის შემდეგ მივედი გამგეობის იურისტთან და ვკითხე, ხომ არ ირღვეოდა ჩემს შემთხვევაში შრომითი კოდექსის მე–6 მუხლი, რადგან ამ თანამდებობაზე უწყვეტად მაქვს ნამუშევარი 30 თვის განმავლობაში და ხელშეკრულების წლის ბოლომდე გაფორმება მეკუთვნოდა, თუმცა იურისტმა უარყოფითი პასუხი გამცა და აღნიშნული მიმდინარე ოპტიმიზაციით განმარტა. ამის შემდეგ უკვე გაერთიანებული “გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ თაობაზე რაღაც პრობლემები შეიქმნა და მისი ოფიციალურად დარეგისტრირება 7 ნოემბრამდე ვერც შეძლეს. ამ გაერთიანების ხელმძღვანელად კი გამგებელმა კონკურსის გარეშე დასვა ვინმე მაია ბეროშვილი, ფარმაცეფტი, რომელსაც არც შესაბამისი ცოდნა გააჩნია და არც კვალიფიკაცია. არ აქვს საშტატო განრიგი შედგენილი, არანაირი სამოქმედო გეგმა. აგვისტოს განმავლობაში სრულ გაუგებრობაში გვატარა. სამსახურში ვიარეთ 16 დღე და ანაზღაურება ამ დრომდე არ აგვიღია და რომ ვკითხეთ სამომავლო გეგმების შესახებ, რა უნდა გვექნა ჩვენ, გაგვეგრძელებინა თუ არა სამსახურში სიარული, გვიპასუხა, „რაც გინდათ, ის ქენითო“. გაირკვა, რომ მან თანამშრომელთა ნაწილს მისცა ხელფასი, ნაწილს კი დღემდე არ აძლევს, თავად კი სანამ შერწყმული აიპი ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა, ორივე აიპიში ცალ–ცალკე იღებდა ხელფასებს. ორი დღის წინ გავიგე, რომ თანამშრომელთა აყვანა დაიწყო და დღეს მივედი მასთან. მითხრა, რომ ჩემთან არ აგრძელებდა ხელშეკრულებას, რადგან კადრებს ამცირებდა. დავინტერესდი, თუ რატომ, რადგან ამავე პოზიციაზე მყოფ ახალ თანამშრომელს თავად შეუქმნა შტატი – ორგანიზატორის, კიდევ ერთი კი მის თანაშემწედ დანიშნა, მიპასუხა, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, თავხედურად გამომისტუმრა. დღესვე ვცდილობდი გამგებელთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ“,– განაცხადა ოქროპირიძემ.

მისივე თქმით, ის არ გეგმავს, უპასუხოდ დატოოს აღნიშნული ქმედება და გეგმავს, სასამართლოში იჩივლოს.

გურჯაანის გამგეობა მომხდარზე დუმს.

banner
წინა სტატიაშივერა ბრეჟნევამ და კონსტანტინე მელაძემ იტალიაში იქორწინეს… (VIDEO)
შემდეგი სტატიაოსური პასპორტი და „Вид на жительство” – ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყო