რა წერია რიგის სამიტის საბოლოო დოკუმენტის წინასწარ ვარიანტში?

რიგის სამიტის საბოლოო დოკუმენტის წინასწარი ვარიანტი მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივა ჩაიწერა. სამიტის მონაწილები აღიარებენ ამ ქვეყნების ევროპულ არჩევანს.

რამდენიმე პუნქტი ამ დოკუმენტიდან – ტექსტში წერია: სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, ისე როგორც აღწერილია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ასევე მოუთმენლად ელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასრულებას, როდესაც ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება ყველა საჭირო რეფორმის გატარებით. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან, კომისიის მზაობას ყველაფერი გააკეთოს უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად და მათ გეგმას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახოს ანგარიშში 2015 წლის ბოლოსთვის.

ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება საშუალებას მისცემს ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესის დასრულებას და ასევე საშუალებას მისცემს კომისიას, რომ შესთავაზოს ევროპარლამენტსა და საბჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლება” – ნათქვამია რიგის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის წინასწარ ვარიანტში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: ვულოცავ მთავრობას და ჩვენს საზოგადოებას
შემდეგი სტატია,,ვნახოთ ლარის როგორი მხატვრები გვყავს,, – რომან გოცირიძე