რა ჩანს ბათუმში სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში?

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალა პოლიციამ უკვე ამოიღო.

დამწვარი ავტომობილის მეპატრონის ინფორმაციით, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ მიდის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი ავტომობილთან, ასხამს ბენზინს და ცეცხლს უკიდებს მას.

შეგახსენებთ, დღეს, 02:30 საათზე, ბათუმში, ჯორჯიაშვილის N27-თან პარკირებული BMW-ს მარკის ავტომობილი დაწვეს. ავტომანქანა დავით მანჯავიძეს ეკუთვნის, რომელიც მომხდარში პოლიტიკურ კვალს ხედავს და არ გამორიცხავს, რომ ფაქტი დეპუტატ გივი თარგამაძესთან მის მეგობრობას უკავშირდებოდეს.

როგორც ირკვევა, აფეთქების ხმა არ ყოფილა და დავით მანჯავიძეს მომხდარის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს.

banner
წინა სტატიაშითამაზ სუხიაშვილის, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაურს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების იმედი არა აქვს