რა ჩაიფიქრა ენერგომაფიამ

ENGURIდენი გაძვირდა. არადა, 2012 წელს, როცა პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა, „ქართული ოცნება“ ხალხს პირდებოდა, რომ თუ არჩევნებში ხმას მისცემდა, სხვა სიკეთეებთან ერთად, მარტო ელექტროენერგიას კი არ გააიაფებდა, ამასთან, დენი ნაგავსაც აღარ დაწერდა, თუმცა დაპირება ართუ დაპირებად დარჩა, არამედ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცხოვრება ერთი-ორად გაძვირდა. ახლა კი, ელექტროენერგიის გაასახადი თითქმის 4 თეთრით გაიზარდა.
რა ხდება? – ამ კითხვაზე ენერგეტიკაში ჩახედული ადამიანები მარტივად პასუხობენ და ამბობენ, რომ მაფია მუშაობს. თუ მაფია მუშაობს, გამოდის, რომ ამ მაფიასთან „ოცნების“ რაღაც რგოლია კავშირში.
მაინც, რომელ რგოლზეა ლაპარაკი? – „თაიმერი“ არაფერს ამტკიცებს. უბრალოდ, ინკოგნიტო რესპოდენტებზე დაყრდნობით, ცალკეულ ფაქტებს შემოგთავაზებთ და დასკვნა, როგორც იტყვიან, თავად გამოიტანეთ.
2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება რომ დაიწყო, პოლიტიკურმა წრეებმა პირველი შოკი იმით მიიღეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ფეხბურთელი კახა კალაძე წარადგინა. მაშინ იხუმრეს კიდეც, ბიძინამ კალაძე, ალბათ, ავტოგოლებითვის დაასაჩუქრაო, თუმცა როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ავტოგოლი, მოედანი და ბურთი არაფერშუაშია. ყოფილი ფეხბურთელის ენერგეტიკში გამწესებას მხარი, თურმე, ენერგობიზნესის მამებმაც დაუჭირეს.
საერთოდ, კალაძეს ენერგოინეტრესები, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 2012 წლამდეც ჰქონია და ამის საილუსტრაციოდ მისი და ზურაბ ნოღაიდელის ბიზნესპარტნიორობა სახელდება.
ზურაბ ნოღაიდელი, ალბათ, გახსოვთ: ჯერ კიდევ შევარდანაძის ეპოქაში ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო. ის გარდაცვლილი ზურაბ ნოღაიდელის გუნდის წევრად ითვლებოდა, თუმცა როგორც 90-იანი წლების ბოლოს ქართულ მედიაში დაიწერა, ნოღაიდელი „რესპუბლიკელებმა“ ჟვანიას შამპანურში გაუცვალეს. არავინ იცის, ეს ისტორია მართალია თუ არა, მაგრამ ამ „შამპანურში გაცვლილმა“ „ტიპმა“ „ფხა გამოიჩნა“ და ფინანსთა მინისტრობის შემდეგ, „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგკომპანიის“ კონსულტანტი გახდა.
ყველა, ვინც ენერგეტიკში მინიმალურად ერკვევა, ამბობს, რომ ენერგოდისტრიბუცია და, საერთოდ, ენერგეტიკა ფულის საჭრელი მინი-ქარხანაა. იშოვა თუ არა ნოღაიდელმა ამ კომპანიის კონსულტანტობით ფული? – ამ კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს ჩვენ, რიგით მოკვადავებს არავინ გაგვცემს, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომელსაც ის გარემოებაც ამყარებს, რომ ენერგოდისტრიბუციას იურდიულ მომსახურეობას ნოღაიდელის მეუღლესთან ასოსიცრებული კომპანია უწევდა.
ამასობაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, მერე, პრემიერი ჟვანია დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ზურაბ ნოღაიდელი ქვეყნის პრემიერი გახდა. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ამ დღიდა ჩვენს ენერგეტიკაში ახალი მაქინაციების ეპოქა დაიწყო, რომელიც დრემდე გრძელდება.
რაც შეეხება მაქინაციებს, „საქრთველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიას“ იმისთვის, რომ „ენრგო პრო ჯორჯია“, როგორც ინვესტორი, საქართველოში შემოსულიყო, სერიოზული თანხა ჩამოაწერეს.
„თავიდანვე, როცა საქართველოში შემოვიდა, ამ კომპანიას სასათბურე პირობები შეუქმნეს – საქართველოს ენერგეტიკისა და გენერაციის 70 პროცენტი 130 მილიონად იყიდა. გარდა ამისა, „თელასისხელა“ ტარიფი – 16 თეთრი ისე მისცეს, რომ ინვესტიცია განხორციელებული არ ჰქონდა. მაშინ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იყო და ეს 16-თეთრიანი ტარიფი მემორანდუმით მისცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. საერთოდ, სახელმწიფოს ტარიფის წარმოქმნაში ჩარევის უფლება არ აქვს, ეს ორი სუბიექტის – მომხმარებლისა და მარეგულირებელი კომისიის საქმეა. „ენერგო პროს“ შემოსვლამდე, „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიას“ ტარიფი 6 მთელი და რამდენიმე მეათედი ჰქონდა, „ენერგო პროს“ შემოსვლის მეორე დღესვე კი, ტარიფი 16 თეთრი გახდა, თუმცა არავინ იცის, რის ხარჯზე. სხვათა შორის, „ენერგო პრო“ 330 მილიონს იხდიდა, მაგრამ თქვეს, მოდი, ამდენი არ გადავახდევინოთ და 130-ად მივყიდოთო, ანუ 200 მილიონი უცებ დაიკარგა. ინვესტორი 330 მილიონს იხდის, შენ კი, გამყიდველი ეუბნები, სამასი არ მინდა და 130 მილიონი მომეციო. ჭკუათმყოფელი ხარ? ესე იგი, სახელმწიფოს 200 მილიონს აკარგვინებ,“ – ამბობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელიც კითხვაზე ნოღაიდელმა სახელმწიფოს 200 მილიონი რატომ დააკარგვინა, პასუხობს, რომ ალბათ, პირადი ინტერესი ქონდა.
„თავის დროზე თქვეს, ამ 200 მილიონს „ენერგო პრო“ ინვესტიციის სახით განახორციელებსო, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ ის თანხა, რაც ობიექტში უნდა გადაიხადო, ინვესტიციაში ჩადო? თან ყველა ინვესტიცია ჭარბი ტარიფის ხარჯზე განახორციელა, ანუ ფული თვითონ არ შემოუტანია და ამ ინვესტიციის თანამონაწილე მოსახლეობაცაა,“ – მიიჩნევს თემურ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ყველაფერს, რაც ქართულ ენერგეტიკაში ხდება, ისევ ყოფილი პრმეიერი ზურაბ ნოღაიდელი ლობირებს და „კამანდრობს“.
გარდა ამისა, ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ენერგოთამაშებში მთავარი „სკრიპკა“ სემეკ-ია, რომელსაც, უწინდებურად, „ნაციონალები“ აკონტროლებენ.
„ნაციონალებს“ მეკავშირეები, რაღა თქმა უნდა, „ოცნებაშიც“ ყავთ. ახლა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, კალაძე-ნოღაიდელის ბიზნესდუეტი მართლა დაშლილია? თუ ასეა, რატომ არავის უჩნდება კითხვა, ფეხბურთელი კაცი ენერგეტიკის მინისტრა რა ნიშნით გახდა?“ – კითხულობს „თაიმერის“ დახურული წყარო, რომელიც გამოთქვამს გონივრულ ეჭვს, რომ ტარიფის გაზრდა, გარდა იმისა, რომ გარკვეულ სოციალურ ბუნტს უკავშირდება, ამით ენერგომაფია სერიოზულ მოგებასაც ნახავს.

რა ჩაიფიქრა ენერგომაფიამ
საერთოდ, ელექტროენერგია მასების მანიპულაციის კარგი საშუალებაა. 90-იან წლებში, ყველას გვახსოვს, მთელი საქართველო ჩაბნელებული იყო. ამის უკან კი, როგორც ამბობენ, მხოლოდ გარკვეული პოლიტკკური წრეები კი არა, უშიშროებაც იდგა, ანუ დენი მიზანმიმართულად ითიშებოდა , რადგან ხალხში მღელვარება დაწყებულიყო.
„თაიმერს“ ერთმა ადამიანმა, რომელსაც აწ განსვენებულ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან კარგი ურთერთობა ქონდა, ასეთი ამბავი უამბო:
„შევარდნაძე შინ რომ წავიდა, ხშირად ვსტუმრობდი და ბევ რამეზე ვლაპაარობდით ხოლმე. ერთხელ, სიტყვამ უდენობა მოიტანა და „ბაბუმ“ მითხრა, განა, არ ვიცოდი, შუქს სპეციალურად რომ თიშავდნენ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდიო.“
თუ დენის მაფია ისევ „ფორმაშია“, მაშინ 90-იანი წლების პრაქტიკასაც გაიხსენებს, მით უმეტეს, რომ უკვე გაისმა „მუქარა“, თუ ტარიფი არ გაიზრდება, ნოემბერ-დეკემბერში ელექტროენერგია გრაფიკით იქნებაო. ტარიფი გაიზარად, რაც გრაფიკზე უარესია, რადგან ხალხი პურის ფულს ძლივს შოულობს. 4 თეთრი თითქოს არაფერია, მაგრამ საბოლოო ჯამში, დენის ტარიფი სერიოზულ დარტყმას ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახურ ბიუჯეტს მიაყენებს. ასე რომ, ენერგოთამაშები სახიფათო ფაზაში შედის!
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მთავრობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ უნდა ატყუებდნენ ხალხს
შემდეგი სტატიაგალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა