რა შემთხვევაში დაუბრუნდება ბიძინა ივანიშვილი მებაღეობას

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 2016 წელს საზოგადოება არ გაიზიარებს მისი გუნდის ღირებულებებს, ის მის ჰობს – მებაღეობას დაუბრუნდება.

ამის შესახებ მანდ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“თუ 2016 წლის არჩევნებზე საზოგადოება არ გაიზიარებს ჩემი გუნდის ღირებულებებს, ჩემს ხედვებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს გულისხმობს (“ქართუც” კი მხოლოდ ამ მიზნით გამაჩნია და არანაირი კომერციული ინტერესი არ გამაჩნია საქართველოში) და თუ ვნახავ რომ ეს აღარავის სჭირდება, სიამოვნებით მოვიხსნი ჩემს პასუხისმგებლობას, ჩამომეხსნება ეს ვალდებულება და დავუბრუნდები ჩემს ჰობს-მებაღეობას, რომელიც ძალიან მიყვარს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,100 მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები იმ კადრების გადასაღებად რომ ჯგუფი იყო შექმნილი”
შემდეგი სტატიამარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება