რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია?

რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია?საპარლამენტო უმცირესობის წევრი ეკა ბესელია თბილისში 2 საცხოვრებელ ბინას და ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს. მის მიმდინარე ანგარიშებზე ირიცხება 78 753.3 ლარი, 4 695.53 დოლარი და 3 934.19 ევრო. ნაღდი ფულის სახით კი 37 000.00 დოლარი აქვს.

უფრო კონკრეტულად კი, ბესელიას ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2014 წლის 29 დეკემბერსაა შევსებული, ასე გამოიყურება: 175.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, გაბაშვილის (ყოფილი ყიფშიძის) ქუჩაზე.

ბესელია ასევე 100%-ანი წილის მფლობელია თემქის მე-3 მიკრო რ-ნი, მე-4 კვ. მდებარე 80.00კვ.მ ბინის. გამრეკელის ქუჩაძე კი ის 150.00.კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა RAW 4, 2007, EKA 041.

რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია?

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის მიმდინარე ანგარიშები ასე გამოიყურება: თიბისი ბანკი ანაბარი 20000.00 დოლარი, თიბისი ბანკი ანაბარი 16500.00 ლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 3729.20 ევრო, თიბისი ბანკი მიმდინარე 1945.65 დოლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 85.12 ლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 52.43 დოლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 674.25 დოლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 348.94 ლარი, თიბისი ბანკი მიმდინარე 2011.92 დოლარი, ბანკი ქართუ სახელფასო 61819.24ლარი, ბანკი ქართუ მიმდინარე 204.99 ევრო, ბანკი ქართუ მიმდინარე 1.28 დოლარი.

საქართველოს პარლამენტში დაკავებული თანამდებობიდან ბესელიამ წინა წელს 66 401.75 ლარი აიღო.

წყარო: “გურიანიუსი”

banner
წინა სტატიაშიყოფილ პრემიერ-მინისტეს ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა
შემდეგი სტატიაწადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს–ზაზა პაპუაშვილი