რა ურჩია ტარიელ ლონდარიძემ გიორგი მარგველაშვილს და რა სთხოვა მან პრეზიდენტს?

ტარიელ ლონდარიძე

11075243_1575233552761646_2623828754629106640_oფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა რეგიონების“ თავჯდომარე ტარიელ ლონდარიძე თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლება აცდა დემოკრატიული განვითარების გზას. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მივიღეთ მმართველობა, რომელიც მიუღებელია არამხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არამედ ჩვენი კეთილისმსურველებისთვის. დღეს ყველა თვლის, რომ ქვყანა კულისებიდან არ უნდა იმართებოდეს, რადგანაც ყველამ იცის რომ ქვეყანას დღესაც ბიძინა ივანიშვილი მართავს. ივანიშვილის კონკრეტულ მითითებას ვერ აცდა დღევანდელი ხელისუფლება და ვერ გაბედა მოსულიყო, პატივი ეცა პრეზიდენტისთვის“,– აღნიშნა ლონდარიძემ.
მისივე განმარტებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მან ურჩია პრეხზიდენტს და ხელისფლებას თავი დააღწიონ ბიძინა ივანიშვილის მითითებებს და დამოუკიდებლები უფრო მეტს შეძლებენ.
„რაც შეეხება თავდაცვის სფეროს და უსაფრთხოებას, ეს არის ყველაზე მტკივნეული წერტილი არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ სამხედრო მოსამსახურისთვის, რომელიც დღესაც მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მომქმედმა თავდაცვის მინისტრმა მას წარუდგინა გეგმა სახედრო რეფორმის. თუ გადახევათ ბატონი ჯანელიძის გეგმას, რომელიც არის მთავარი დოკუმენტი ქართული შეარაღებული ძალების ორის წლის განვითარების გეგმა, იქ ვერ დაინახავთ დადებით ემოციებს და დარწმუნედებით იმაში, რომ ჯანელიძეს ნამდვილად არ გააჩნია არანაირი გეგმა ქართული შეიარაღებული ძალების განვითარების. თქვენ ხართ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და თქვენ მოგიწევთ პასუხიმგებლობა იმ შემთხვევაში კონფლიქტი რომ განახლდეს ქვეყანაში. მერე გვიან იქნება, როცა აღმოაჩენთ, რომ არის თუ არა გეგმა კონკრეტული“,– განაცხადა ლონდარიძემ.
მან სთხოვა პრეზიდენტს თუ იქნება შესაძლებელი ისიც იქნას მინდია ჯანელიძისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე.
„კოლეგიალურად მოვისმენ თქვენსა და ჯანელიძის საუბარს ამ თემაზე. გეტყვით ჩემს გარკვეულ რეკომენდაციებს, რადგანაც არის თემები რომლებზე ხმამაღლა საუბარი ამ ტრიბუნიდან არ არის რეკომენდებული“,– აღნიშნა ლონდარიძემ.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიამ რუსეთს გაფართოებული სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა