რა ტიპის საჯარო მოწოდება გახდება დასჯადი 2 წლიანი პატიმრობით?

ლევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შს სამინისტროს მიერ მომზადებული და სახეცვლილი შუღლის გაღვივების შესახებ მომზადებული კანონის პროექტს განიხილავენ.

კანონპროექტში უკვე შეტანილი ცვლილებების მიხედვით შეიცვალა რამდენიმე მუხლი. ცვლილება შეეხო შუღლის გაღვივების შესახებ მუხლს, რომელიც შეიცვალა და ახლებურად განისაზღვრა.

კერძოდ, შუღლის გაღვივების ნაცვლად კანონის პროექტში ჩაიწერა ახალი განმარტება, რომ დასჯადი გახდება მოწოდება, რომელიც ქმნის რეალურ საფრთხეს და მოუწოდებულია ძალადობრივი ქმედებებისკენ.

დეპუტატებს ახალი კანონის პროექტი პირველი მოსმენით შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გააცნო.

“მეტი სიცხადე შევიტანეთ და განვასზღვრეთ. შევცვალეთ მუხლი რომელიც თითქოს სიტყვის და გამოხატვის უფლებას ზღუდავდა. ჩვენ გავაჩინეთ ახალი ჩანაწერი, ისეთი საჯარო მოწოდება იქნება დასჯადი რომელიც რეალურ აშკარა საფრთხეს ქმნის და მიმართულია ძალადობრივი ქმედების განხორციელებისკენ,”- აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა…?
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე ღარიბაშვილის განცხადებას რუსთავის ფოლადის ყადაღაზე ზეწოლად არ აღიქვამს