რა სტატუსით იმყოფებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა დავით უსუფაშვილთან ერთად ირანში?

დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლას თეირანის უნივერსიტეტში ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა ესწრებოდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით ლევან გაჩეჩილაძე ირანში ხალიჩების ბიზნესში წილს ფლობს და ის თეირანში სწორედ ამ მიზნით იმყოფება.

რაც შეეხება გოგა ხაინდრავას, არსებული ინფორმაციით ის ირანის პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად არის ჩასული.

არცერთი მათგანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ირანში საკუთარი ვიზიტის დეტალებზე არ საუბრობენ. დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლაზე დასწრება კი თავისუფალი იყო და როგორც ცნობილია ისინი ღონისძიებაზე საკუთარი სურვილით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დავით უსუფაშვილს დღეს ოფიცილაური შეხვედრებიო ჰქონდა ირანის პრეზიდენტთან ჰასან რუჰანისთან, ასევე მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარესთან ალი აქბარ ჰაშემი რაფ ქსან ჯანისთან. უსუფაშვილი ასევე შეხვდა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს და სიტყვით გამოვიდა თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში 4 ტერორისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს