რა საკითხზე მსჯელობენ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილი დეპუტატები

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მათი განცხადებით, დღევადელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მაჟორიტარული სისტემა იქნება.

მათივე თქმით, სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, ხოლო ყოფილი პრემიერის დასწრების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

უმრალესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ის პროპორციული სისტემის მომხრეა, რადგან ეს არის ყველაზე პატიოსანი და წარმომადგენლობითი და ყველაზე მეტად მიესადაგება საქართველოს ვითარებას.

“ამ სისტემის პრიორიტეტი ის არის, რომ პარლამენტში რეგიონიც იქნება წარმოდგენილი და პოლიტიკური პარტიებიც. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დასწრება არდასწრების საკითხს, ეს ჩემთვის უცნობია თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ძალიან პროგრესიულია და ჩემთვის სასიამოვნოც კი იქნება, რომ დღევანდელ სხდომაზე მან მონაწილეობა მიიღოს როგორც კოალიციის დამფუძნებელმა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, ის ასევე მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას, რადგან ეს სისტემა ხელს უწყობს პარტიებს და პოლიტიკური ცხოვრების გაზიარებას საქართველოში.

“თუმცა, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი ყველას კონსოლიდაცია”,- განაცხადა ტყემალაძემ.

უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე “ქართული ოცნების” ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ხელისუფლება და ოლიგარქი ივანიშვილი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან
შემდეგი სტატიათურქების ქართველი ,,სტალინი,, არჩევნებში გამარჯვებას ელის