რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანმა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები,რეგიონული უსაფრთხოება და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, სპენსერ ოლივერის შეხვედრის ძირითადი თემები.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა დამოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიულიპარტნიორობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტისგაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიის სამზადისზე, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს.
“ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და შევხვედრივარ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ ქართული სტუმართმოყვარეობა უცვლელია“, – განაცხადა სპენსერ ოლივერმა შეხვედრაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

banner
წინა სტატიაშიოთხ-ხუთ წელიწადში რუსეთს ერთდროულად სამ ფრონტზე ბრძოლა შეეძლება – აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური
შემდეგი სტატიაოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს თბილისის მერია აღადგენს