რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და გრიბაუსკაიტემ დავოსში გამართულ შეხვედრაზე?

საქართველო-ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ დღეს გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და დადებითად შეაფასა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს.

მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა, შესაძლოა, ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.
შემდეგი სტატიაძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პარლამენტში იბარებენ