რა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში

10394869_274875026016171_7195390617866915935_n11181815_274875039349503_6740604165153430711_n 10527563_274875002682840_5099987941850683491_nხობის მუნიციპალიტეტის სოფელ, პატარა ფოთში, სამმა უცნობმა პირმა ერთი საათის წინ სამსახურიდან გამოიყვანა, ერთ-ერთ ტერმინალზე, ღამის ცვლაში მომუშავე მამუკა ხურცილავა. უცნობი პირები მას ჯერ სიტყვიერად დაემუქრნენ და მოსთხოვეს თავი დაენებებინა სოფელში პოლიტიკური აქტივობისთვის. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, რომ ეს იყო მისი შეხედულება და გადაწყვეტილება და ვერანაირი ძალისმიერი მეთოდით ვერ შეძლებდნენ მის გადაბირებას, უცნობი პირები ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით მიაყენეს სხეულის დაზიანება.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა, ხობის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს. “ამ ხელისუფლების უნიათობისა და ასეთი ფაქტების წახალისების მიუხედავად, იმედია დამნაშავეები გამოვლინდებიან და სათანადოდ დაისჯებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ხობის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაცია დაიწყებს პერმანენტულ აქციებს, რათა წინ აღუდგეს პარტიის წევრების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს”- განაცხადეს ხობის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალშია+ფოტო
შემდეგი სტატია,,რა მჭირს სარეაბილიტაციო, რუსეთის ძუკნებო?!,, – ირაკლი წერეთელი