რა მოხდა პარიზში, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაში?

სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად.

“როიტერის” ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შენობაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დადასტურებული. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული.

“ბიბისის” ცნობით, სატირულმა ჟურნალმა “ტვიტერზე” ბოლოს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოაწყო თავდასხმა ფრანგული ჟურნალის რედაქციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ფრანსუა ოლანდმა სატირული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
“ბიბისის” ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა.
ბოლო მონაცემებით, ჟურნალის რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი მძიმედ დაშავდა.

Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა. მაშინ ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის წევრები პატრიარქს ხვდებიან
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ პირთა საჯარო განცხადებები