რა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში

კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები გაკვეთილებზე შეუძლოდ გახდნენ.
როგორც თანაკლასელები ამბობენ, მოზარდებს კანკალი დაეწყოთ და მოგვიანებით, გონება დაკარგეს. მოსწავლეები, რომელთა მდგომარეობაც უფრო რთული იყო, სტაციონარში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, ნაწილს კი კარალეთის სამედიცინო ამბულატორიაში აღმოუჩინეს დახმარება.
რაც შეეხება მიზეზებს, ამ დროისთვის როგორც სკოლაში, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში, კონკრეტულ ვერსიას ვერ ასახელებენ.
საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგე ნელი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ნიშნები არ იკვეთება.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის თქმით კი, აღნიშნული ფაქტის მოკვლევას სამართალდამცავები აწარმოებენ.
საავადმყოფოში იმყოფებიან მოსწავლეების მშობლები, ახლობლები და სამართალდამცველები. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის კარალეთიდან გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში“ნენსკრა ჰესის” სამშენებლო ტენდერში მონაწილე კომპანიები ანაკლიაში შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების მშობლები ზუგდიდიდან ქუთაისში ფეხით მიემართებიან