რა მოხდა ზუგდიდში სინამდვილეში

რა მოხდა ზუგდიდში სინამდვილეში

რა მოხდა ზუგდიდში სინამდვილეშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომუშავე საჯარო მოხელეებმა, რაიონისა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეებმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი მიტინგის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მიტინგს თავდაპირველად მშვიდობიანი სახე ჰქონდა, თუ შეძახილებს და გინებას არ ჩავთვლით. აქ არც ფიზიკური დაპირისპირება მომხდარა, რადგან ოპოზიციის ზუგდიდის ოფისს პოლიციის კორდონი იცავდა.

აქციის დასასრულს, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ხობის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გვასალიამ მომიტინგეებს „თავისუფალი ზონის“ ოფისითან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, მიზეზი კი, მისივე თქმით, აღნიშნულ ოფისში საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილის და ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ყოფნა იყო. სიტუცაიაც სწორედ „თავისუფალი ზონის“ ოფისთან გამძაფრდა. აქციის მონაწილეებმა ოფისში შეჭრა სცადეს, რასაც ხელკეტებით და სხვადასხვა საგნებით ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა ათამდე ადამიანი, რომელთა ჰოსპიტალიზებაც განხორციელდა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილმა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლა, სადაც მხარეები ერთმანეთს ქვებით დაუპირისპირდნენ. დაშავდნენ სამართალდამცველებიც.

აქციების დასრულების შემდეგ „საზოგადოებრივი აზრის დარბაზმა“, რომელშიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც შედიან, სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც ლაშა გვასალიამ დღევანდელი დღის დეტალებზე ისაუბრა.

გვასალიამ აღნიშნა, რომ პირველი მშვიდობიანი აქციის დასრულების შემდეგ ოფისში ბრუნდებოდა და „თავისუფალი ზონის“ ოფისთან აქციის მოწყობას არავინ გეგმავდა. გვასალიამ ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული ოფისის მდებარეობა არც იცოდა, თუცმა პირველ აქციაზე არა მხოლოდ შეკრებილმა საზოგადოებამ, არამედ მედიის წარმომადგენლებმაც მოისმინეს, როგორ მოუწოდებდა ის მომიტინგეებს „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მისვლისკენ.

ლაშა გვასალიამ ბრიფინგზე კიდევ ერთი ტყუილი თქვა – მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ქვების სროლა სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს, ქუჩაში კი ქვები არ იყო და აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ოპონენტების ნასროლი ქვები გამოიყენეს, თუმცა „ნაციონალების“ ოფისის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელ სახლთან ქვების ხროვა დილიდან შეიშნეს მედიის წარმომადგენლებმა. სახლის მეპატრონემ მათთან ისიც კი თქვა, რომ ნაჭერი ქვებს სპეციალურად გადააფარა, რათა დაპირისპირებისთვის არ გამოეყენებინათ.

არც ის დარჩენილა შეუმჩნეველი, რომ „თავისუფალი ზონის“ ოფისთან ხელკეტებით არა მხოლოდ „ზონის“ წევრები, არამედ მომიტინგეებიც იყვნენ შეიარაღებული, თუმცა ისიც ნათელი იყო, რომ ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა სალომე მაქაცარიამ ხელკეტი ერთ-ერთ მომიტინგეს ჩაარტყა.

აქციის შემდეგ ორგანიზატორებმა განცხადება გააკეთეს იმის თაობაზეც, რომ „ზონის“ ოფისში ხელკეტებით შეიარაღებული პარტიზანებიც იმყოფებოდნენ.

დღევანდელი აქცია დასრულდა, თუმცა „საზოგადოებრივი აზრის დარბაზში“ აცხადებენ, რომ აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკანონით უნდა აიკრძალოს საპროტესტო აქციების გამართვა საცხოვრებელ სახლებთან,სულ რომ საცხოვრისები ეკუთვნოდეს სამშობლოს მოღალატეებს
შემდეგი სტატიაპუტინი: ყირიმთან დაკავშირებით ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი