რა მოხდა გიუმრში? – რუსეთი სომხეთში საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს აგზავნის

ქალაქ გიუმრში განვითარებული მოვლენების შესასწავლად სომხეთში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ჩადის. ალექსანდრე ბასტრიკინი სომხურ მხარესთან რუსი ჯარისკაცის მიერ ქალაქ გიუმრიში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმდინარეობას განიხილავს.

რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ ავეტისიანების ნათესავები და მეზობლები, ასევე პერმიაკოვის ბაზაზე მომსახურე სხვა ჯარისკაცები.

ვლადიმერ პუტინმა სომეხ კოლეგას საზარელი მკვლელობიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, დღეს ტელეფონით მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ჯარმა უკრაინის საზღვარი გადალახა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთზე საარტილერიო დაბომბვის 99 ფაქტი დაფიქსირდა