,,რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს კითხოთ”

,,ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს პატარძეული-საგარეჯოს გზაზე სამხედრო პოლიცია მოძრაობს ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ,,თაიმერთან” საუბარში აღნიშნა.
,,პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი არცერთი მხარდაჭერი ცეცხლსასროლი იარაღით არ გადაადგილდება. ამას გარდა ინაშვილმა კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი იმ ფაქტს, რომ თამარ ხიდაშელის გასამარჯვებლად ადმინისტრაციული რესურსია გამოყენებული

“მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთის სატყეო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ინაშვილმა.
რაც შეეხება ინაშვილის მხარდამჭერის, თორნიკე გასვიანის გინებას თამარ ხიდაშელის მისამართით, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა აღნიშნა, რომ გინება დიდი პრობლემა არ არის.
“მეც მაგინებენ სხვადასვხა უბნებზე, ეს არის ემოციიდან გამომდინარე, რადგან საგარეჯოში დაძაბული არჩევნები მიდის. გინება არ არის დიდი პრობლემა, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად კი, საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის კოლონა. რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს კითხოთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ნორმალური აქტივობა ფიქსირდება და ამ დროისათვის, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ოპტიმისტურია.

banner
წინა სტატიაშიუხდის თუ არა ,,პატრიოტთა ალიანსი” აგიტატორებს დღეში 200 ლარს?!
შემდეგი სტატია5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობით ხობის რაიონი ლიდერობს