რა კავშირია საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის?

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდოამრემ, ირაკლი ალასანიამ, სპეციალურ ბრიფინგზე საფრანგეთში ხელმოწერილ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმსა და ე.წ. კაბელების საქმის კავშირზე ილაპარაკა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, დოკუმენტის ხელისმოწერა პრემიერმინისტრთან და უსაფრთხეობის კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. მიუხედავად ამისა, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა.

ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა.

ალასანიას განცხადებით, მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. ალასანიას თქმით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.

“პროკურატურამ თავხედურად გააგრძელა ჩვენს პარტიასა და ჩემზე, როგორც პარტიის ლიდერზე, პოლიტიკური ნიშნით შემოტევა,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აღნიშნა, რომ, როგორც კი მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება მოხდება, თავდაცვის საკითხი იქნება მისთვის და იმ გუნდისთვის პრიორიტეტი, ვინც ხელისუფლებაში მოვა.

banner
წინა სტატიაშიცუკენბერგმა მის უკრაინულ წარმომავლობას გაუსვა ხაზი – facebook-ი რუსეთს დატოვებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს, თუკი იცის, რომ მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში