“რა თამაშიც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო, არის ორლესული მახვილი” – გიგი უგულავას კომენტარი პროცესის დაწყებამდე

უგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს

გიგი უგულავას პირველი კომენტარი მისი მორიგი სასამართლოს დაწყებამდე. დედაქალაქის ყოფილი მერი, რომელიც უკანონო წინასწარი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს, ქვეყანაში შექმნილ გარემოს აფასებს. უგულავას თქმით, საქართველო მომავალზე უნდა იყოს კონცენტრირებული და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მთლიანად ქვეყანას აზარალებს.

უგულავა დარწმენებულია, რომ შეუძლებელია ქვეყანაში იყოს ნარმალური ვითარება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერი ან ციხეშია, ან გაქცეულია.

“ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში რაც უფრო მალე დასრულდება და ქვეყანა კონცენტრირდება მომავალზე, ეს იქნება ქვეყნისთვის უკეთესი. პრაგმატულად – ივანიშვილისთვისაც უკეთესი, რადგან ეს თამაში, რაც მან წამოიწყო, არის ორლესული მახვილი, რისი თვისებაც არის, რომ შეიძლება მოწინააღმდეგე დააზარალოს, მაგრამ ყოველთვის, ადრე თუ გვიან შენც დაგაზარალებს. ყველაზე ცუდი რაც არის, ეს ყველაფერი ქვეყანას აზარალებს, რადგან, ეს პოლიტიკური კლიმატი, დაძაბულობა, ღვარძლი, შურისძიების გაღვივება, პოლიტიკური დევნა, რაც მთავრობისგან მოდის, არის პირდაპირ იმის კორელაციაში, რაც ხდება, რადგან ეს პატარა ქვეყანაა, აქ პოლიტიკური ფაქტორი დიდია, როდესაც პოლიტიკა ამყრალებულია, ეს გადაედება ეკონომიკას, როდესაც უკვე ეკონომიკაში პრობლემებია, ეს უკვე თითოეულ ადამიანზე აისახება. შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერი ან ციხეში იყოს, ან გაქცეული იყოს და იმ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია იყოს,“ – აცხადებს გიგი გულავა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–გზა ორლარიანი გაიშნიკობიდან მოტივირებულ პოლიციელობამდე – განუკითხაობა ტვირთის გადაზიდვებში!
შემდეგი სტატია15 თვიანი პატიმრობის დასასრული–”თაიმერის” ფოტორეპორტაჟი