რა გახდა სტიქიის გამომწვევი მიზეზი? – მთავრობა გამოძიებას იწყებს

დოიჩე ველე: თბილისში წყალდიდობის ზარალი 18 მილიონი დოლარია

პრემიერის შემდეგ, გამოძიების შესაძლო დაწყებაზე, განცხადებას აკეთებენ ფინანსთა მინისტრი და დავით ნარმანია. მათი თქმით, სტიქიის მიზეზებზე გარკვეული დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში უკვე გადაგზავნილია.

“ჩვენ გავაკეთეთ სტიქიაზე დასვკნები. სპეციალისტებმა იმუშავეს. ამ დასკვნებს საჭიროების შემთხვევაში გაეცნობიან გამომძიებლები. მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ დასკვნებს სრულფასოვნად, მასთან დაკაშირებით სპეციალურ სამსახურებს აქვთ სრული ინფორმაცია,”- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიებასთან ერთად აუცილებელია ექსპერტებმა დაადგინონ და დაასსკვნან რამ გამოიწვია სტიქია და იყო თუ არა ამ ყველაფრის ფაქტორი ინფრასტრუქტურული პროექები.

“თბილისში 2-ჯერ ნაკლები წვიმა მოვიდა ვიდრე 5 წლის წინ. ამიტომ საჭიროა ზუსტად დაიდოს ის დამატებითი ფაქტორები რამაც გამოიწვია უფრო დიდი მსხვერპლი და ზარალი. ექსპერტებმა უნდა დადონ დასკვნა, იყო თუ არა დარღვევები რაიმე ინფრასტრუქუტურულ პროექტებში,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის ადმინისტრაცია: ზოოპარკში ავაზა საერთოდ არ გვყოლია
შემდეგი სტატია“ეს არის იგივე ხელშეკრულება” – დავით ბაქრაძე საფრანგეთში გაფორმებულ დოკუმენტზე