რა გაუკეთეს ეკა ბესელიას მამის მანქანას სენაკში?

cenki

დღეს, სენაკში მოქმედი ,,ნაციონალური მოძრაობის,, ანტიკორუფციული საბჭოს აქციის ფარგლებში, პარტიის აქტივისტები ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ და სტიკერებს აკრავდნენ წარწერით ,,ესენი თქვენ ფულს იპარავენ,, სადაც სენაკის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის ფოტოებია გამოსახული…

,,თაიმერს,, ხელში ჩაუვარდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ზემოაღნიშნული სტიკერი, რომელიც პარლამენტარ ეკა ბესელიას მამის, გულმერგო ბესელიას ავტომანქანაზეა გაკრული…

 

nadirashvili

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სამეგრელო–ზემო სვანეთის სუს-ის ხელმძღვანელის მხრიდან, სენაკის ბაზრის მეპატრონეზე ზეწოლაზე საუბრობენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს სენაკში, საკოლმეურნეო ბაზრის ფასადზე, სპეციალურ სარეკლამო დაფაზე ბანერი გააკრა, რასთან დაკავშირებითაც ბაზრის მეპატრონის, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას  თანხმობა ჰქონდათ.
დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ბანერზე წერია, რომ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი ბიუჯეტის ქურდები არიან. ნადირაშვილის ცნობით, ბანერის გაკვრის შემდეგ, ბაზრის მეპატრონეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უფროსის, გიორგი ხურციას მხრიდან ზეწოლა დაიწყო.
“პირდაპირ სუს-ის უფროსმა დაიწყო ბაზრის მეპატრონის ტელეფონზე რეკვა, მას აიძულებენ, რომ ავიდეს და თვითონ ჩამოხსნას ბანერი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ადამიანი, ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის. ბანერზე წერია, რომ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი და ასევე გამგებელი დგებუაძე ბიუჯეტის ქურდები არიან. მინდა ესმოდეს ხელისუფლებას, მნიშვნელობა არ აქვს სად ეკიდება ეს ბანერი და ზედ რა ეწერება, რადგან მთელმა სენაკმა იცის, რომ მესაბიშვილი და დგებუძე ბიუჯეტის ქურდები არიან”, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს ბაზრის მეპატრონის დატერორება შეწყვიტონ. მისივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” ბანერის ჩამოხსნას არ აპირებს.

10830966_1593732940911707_386997999115011489_o

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.374 ლარია, თი-ბი-სი ბანკში – 2.375, ხოლო ლიბერთი ბანკში – 2.360 ლარი
შემდეგი სტატიაავსტრიაში ქართველი გოგონას გვამი იპოვეს