რა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!

რა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!

რა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!ამ ბოლო დროს ისეთ ამბებს ვგებულობ, საყოველთაო გაჭირვების მიუხედავად „საკითხავი აი ეს არის“ – „ვისი ვიოლინო ვის როიალშია“! დიახ, ზუსტადაც რომ „ვისი ვისაშია“…
დასაწყისშივე გეტყვით, ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ არც ყურმოკრულია, ჭორი მითუმეტეს არაა და არც „წყაროს“ „მორაკრაკებული“. ეს მოხდა ჩაქვში, კერძოდ „ოაზისში“ და ამის მოწმე 800-ზე მეტი ადამიანია. იმ დროს (შაბათს, 6 ივნისს), როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეო გრანდი”-ს ხსნიდა, რომელიც ოფიციალური ინფორმნაციით მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსია და სადაც 35 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, „ოაზისში“ დაახლოებით 800 კაციანი სუფრა გაიშალა. აქვე აღვნიშნავ, რომ იმ დღეს სასტუმრო „ლეო გრანდის“ გახსნამდე პრემიერ-მიმისტრმა ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, “ორბი ჯგუფის” პროექტის “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. სხვა თემაა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ „ორბი ჯგუფის“ უკან ოდესის ოლქის რწმუნებულის (და არა გუბერნატორის, როგორც უნდათ რომ იყოს) მიხეილ სააკაშვილის ბიძის ინტერესები იდგა ყოველთვის. ეს ახლა „მეორეხარისხოვანია“, მთავარია რომ ასაშენებელ-აშენებულისაგან მიღებული სიამოვნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ჩაქვში ჩავიდა და არც მეტი არც ნაკლები გოდერძი ბუკიას შვილის საქორწილო ცერემონიალი გახსნა.
შეგახსენებთ: გოდერძი ბუკია ის პოლიტიკოსია რომელმაც „ჟამთა სვლას“ „კაცურად“ გაუძლო. ის საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1995, 2004, 2008, 2012) წევრი და ნაციონალებიდან მეოცნებეებში ერთ-ერთი პირველი პორტირებული პერსონაა, ამდენად, სწორედ რომ პრემიერ-მინისტრს უნდა „ეკურთხებია“ 800 კაციანი სუფრა, ნაკლები რანგი მართლაც არ ეკადრებოდა ბუკიების გვარს.
მოკლედ, „ოაზისში“ პრემიერის „კურთხევამდე“ სუფრასთან მსხდომთ ღვინო კი არა ლიმონათიც არ დაუგემოვნებიათ, პრემიერს და მის ამალას 800-მდე ადამიანი ფეხზე ადგომით შეხვდა, ჩქარი და ხანგრძლივი ტაში არ ყოფილა. სხვათაშორის, ამ ქორწილზე „გაისნდა“ რომ კახი კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის „შავ კატას“ არ გაურბენია (სუფრასთან მტრები ერთად ხომ ვერ დასხდებოდნენ, პოლიტიკური კია, მაგრამ არაქართულია, არაქართულს კი არ იკადრებენ), ისინი ერთად მივიდნენ „ოაზისში“ და კარგადაც მოილხინეს „დუეტში“.

რა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!
ვინმე ენამწარე იტყვის, დიდი ამბავი ქორწილში მოილხინეს ჩინებმაო, დიდი ამბავი დეპუტატმა 800 კაციანი სუფრა „გაქაჩაო“, რა ბოროტებაა მილოცვის ნაცვლად „გამოჭენებაო“, მაგრამ…
საპატარძლოს, დიზანინერ ლაკო ბუკიას, მეჯვარე თემურ ალასანიას რძალი, ელენე დუმბაძე იყო, ხოლო სიძის, რეზი მანჯგალაძის, მეჯვარე ძებნილი გენერლის ირაკლი კოდუას ვაჟი გიორგი კოდუა. მაშინ, როცა ქვეყნის პირველი პირი ხარ, რაოდენ ძვირფასი ადამიანის ბედნიერების თანამონაწილეობის სურვილიც არ უნდა გაგიჩნდეს, როცა სუფრის თავში იდეური მტრის შვილი ზის, სულ ცოტა უხერხულად მაინც უნდა იგრძნო თავი, ქორწილიდან დიპლომატიურად წამოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მისი მტავრობის წევრებს, რომლებიც სიმაღლისდამიხედვით ჩამწკრივებული ისხდნენ მაგიდასთან დისკომფორტი არ შექმნიათ, ისინი ბოლო ჭიქამდე ბუკიას ერთგულებად დარჩნენ…
ისე, ამ საოცრებათა ქვეყანაში არც რაა გასაკვირი, აი, მაგალითად დავით მაღრაძემ თავისი დაბადების დღე რომ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილს სუფრასთან არც მეტი არც ნაკლები, გაბიზნესმენებული მხედრიონელი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ დაახვედრა. არც ივანიშვილს უგრძვნია თავი უხერხულად და არც მაღრაძეს, მითუმეტეს არ გაწითლებულა ამ თვისებას მოკლებული „ზარალა“… პრინციპში რა გასაკვირია ეს, როცა „ქართუ ბანკმა“ ცოტა ხნის წინ კერძო პირს ლაურა ღაჭავას, ალბათ მისი „გენერალიტეტისადმი“ კეთილი დამოკიდებულებისა გამო, „საქართველოს ბანკის“ ვალი გადაუფარა და ზედ 600 ატასიანი სესხიც დაუმატა.
აი, ასე, ახლა კიდევ იტყვის ვინმე ბოღმიანი ხარო და კიდევ არ გამცემთ კითხვაზე – ვისი ვისაშია? – პასუხს?

რა აკავშირებს პრემიერ-მინისტრს თემურ ალასანიასა და ირაკლი კოდუასთან?!

banner
წინა სტატიაში“ჩემი პატიმრობა პრემიერმა მოითხოვა,” – გიორგი ოქროპირიძე
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვაზე საუბრობს