“რაც შეეხება მსოფლიოს გაოცებას, თუ ასეთი გზით წავედით, მე მგონი ამას არაერთხელ მოვახერხებთ”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

თუ ასეთი გზით წავედით, მსოფლიოს გაოცებას არაერთხელ მოვახერხებთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ათონელის რეზიდენციის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენცია იძულებით დაატოვებინონ.
“მეცნიერება იმ დონეზე ავიდა, რომ საბინაო-კომუნალური საკითხები უკვე გლობალურ მასშტაბებს იღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტსა და საქართველო-ბელორუსის ურთიერთობებზე დავკონკრეტდეთ. რაც შეეხება მსოფლიოს გაოცებას, თუ ასეთი გზით წავედით, მე მგონი ამას არაერთხელ მოვახერხებთ”, – განაცხადა ფხალაძემ.
თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე მდებარე რეზიდენცია ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია. როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა შემდეგი ეტაპია შენობის ჯერ ეკონომიკის სამინისტროსთვის, ამის მერე კი სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გადაცემა.
შავლიაშვილის განმარტებით, რეზიდენცია სწორედ პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი და სამუშაოებიც მთლიანად პრეზიდენტისთვის საჭირო სტანდარტების მიხედვით შესრულდა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში რჩება. მათი მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში, მიაწოდეს.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ და თალიბანმა ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე: რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება