აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურად საუბრობს მსოფლიო მედია… საქმე იმაში გახლავთ, რომ ორიოდე დღის უკან, შავკანიანი ბანდიტი თეთრკანიანმა პოლიციელმა დაკავებისას დაჭრა… ცოტა ხანში კი დაჭრილი შავკანიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტს შავკანიანი მოსახლეობის მხრიდან ქალაქში არეულობა მოჰყვა… საქმე იქამდე მივიდა, რომ შავკანიანთა მიერ მოწყობილი დარბევებისა და ,,პაგრომების,, აღსაკვეთად, ხელისუფლებამ ნაციონალური გვარდია შეიყვანა ქალაქში და კომენდანტის საათის გამოცხადებას აპირებენ…
რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანია ,,რაშა თუდეის,, ინგლისურენოვანი ბიუროს კორესპოდენტს, ბალტიმორის ქუჩებიდან ღამე პირდაპირი ეთერი მიჰყავდა და უხსნიდა მაყურებელს, თუ როგორ ჩაგრავენ თეთრკანიანი ,,ცუდი,, პოლიციელები შავკანიან ,,ალალ-მართალ,, მოსახლეობას… მაშინ როცა ,,რაშა თუდეის,, კორესპოდენტი (ქალბატონი) ღამე ქუჩაში ეგზალტირებული შავკანიანი ახალგაზრდების ჯგუფის უცენზურო სიტყვებით გამოხატულ პროტესტს იღებდა, პროტესტანტთაგან ერთერთმა მას პირდაპირ ეთერის დროს ჩანთა ააცალა და გაიქცა… ჟურნალისტი კამერით ხელში, ,,გივ მი ბეგ,, (მომეცი ჩანთა) შეძახილით დაედევნა მძარცველს… ჟურნალისტის საბედნიეროდ, იქვე ახლოს მდგარან თეთრკანიანი ,,ცუდი,, პოლიციელები, რომლებმაც მძარცველი უმალ დააკავეს… ჟურნალისტს, როგორც ვიდეოში ჩანს ტირილი აუვარდა და პირდაპირი ეთერიც შეწყდა.
www.timer.ge
/იხილეთ ვიდეო/
https://youtu.be/ZO4Y2Wipv1c