“რაღაც თითით შეშინება ალბათ იქნება UEFA-სგან”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, შესაძლოა, ფედერაცია UEFA-სგან არ დაჯარიმდეს, თუმცა, ბილეთებთან დაკავშირებული პრობლემები რაღაც ცუდ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

თოქ-შოუ “არჩევანის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას კითხვაზე, როცა გერმანიასთან თამაშის დროს UEFA-მ დააჯარიმა ფედერაცია არასათანადოდ მომზადებისთვის, ხომ არაა იმის საშიშროება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც დაჯარიმდეს იმ ფაქტის გამო, რაც ბილეთებთან დაკავშირებით შეიქმნა, სიჭინავამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ბევრმა კომპანიამ არასწორად გათვალა სიტუაცია.

“ყველა საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს. როცა ადამიანი ირჩევს კომპანიას, უნდა გათვალოს ის რისკები, რაც არსებობს. სამწუხაროდ, იმ დელეგატმა ეს რისკები ვერ გათვალა და ჩათვალა, რომ 6-წლიანი გამოცდილება საკმარისი იქნებოდა, რომ 50 ათასი ბილეთი გაეყიდათ. რაღაც თითით შეშინება ალბათ იქნება UEFA-სგან და ვფიქრობ, შეიძლება ცუდი რაღაც გამოიღოს ამ სიტუაციამ. ქვეყანა უნდა იყოს მზად, დაწყებული მძღოლიდან, აეროპორტიდან, ფედერაციიდან, მოვემსახუროთ იმ ივენთს, რაც ტარდება. რაც ეხება სტადიონის რეკონსტრუქციას, იქ პრობლემები არ არსებობს. როცა ბილეთების საკითხს მოვრჩებით, მინდა გავიარო სატრანსპორტო კომპანია, ვინ არის და რა არის. ქეთერინგი მინდა ვიცოდე, ვინ არის, ვინ ემსახურება ვიპს, ვინ გაყიდის წყალს, პარკინგის საკითხი, რომ მერე პრობლემა არ იყოს”, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში”.

banner
წინა სტატიაში“მეგონა, რომ UEFA თვითონ აგვარებდა, დელეგატმა ამოირჩია საუკეთესოები, მაგრამ საწუხაროდ ეს ასე არაა”
შემდეგი სტატიამარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა