რაულ ხაჯიმბა – ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება

ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ პროცესები არის შეუქცევადი და წარსულში დაბრუნება არ მოხდება, – ეს განცხადება, აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ანტი ტურუნენთან შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრის დროს ხაჯიმბამ და ტურუნენმა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები განიხილეს.
“მადლობას გიხდით ჩვენთან ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილისთვის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ვისურვებდი, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ურთიერთობა არ ქცეულიყო ერთგვარ ტრადიციად, როდესაც კონკრეტული პრობლემების გადაჭრა ვერ ხერხდება. მაშინ როდესაც ჩვენ ველოდებით საერთაშორისო საზოგადოებისგან გაგებას, ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მიმდინარე პროცესები შეუქცევადია და წარსულში დაბრუნება არ მოხდება”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
თავის მხრივ, ანტი ტურუნენმა აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გაერო დიდ ყურადღებას აქცევს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და მზად არის მხარი დაუჭიროს აფხაზეთის მთავრობას კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში. რაც შეეხება გალის რაიონის მოსახლეობის საკითხს, რომელთა დიდ ნაწილს ქართველები წარმოადგენენ და რომელთა სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობდა, შეხვედრისას ამ საკითხზე აქცენტი არ გაკეთებულა. ხაჯიმბას განცხადებით, გალის რაიონის პრობლემები აფხაზეთის მოსაგვარებელია.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის აღლუმის სენსაცია: „არმატადან“ „იარსამდე“+foto
შემდეგი სტატიაეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს