რაულ ხაჯიმბა საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის შეტანაზე სახელმწიფო კონტროლს ითხოვს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

რაულ ხაჯიმბა საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის შეტანაზე სახელმწიფო კონტროლს ითხოვს.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებებს თბილისში გამოეხმაურნენ.

ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას მსგავსი შინაარსის შემცველ განცხადებას დღევანდელი ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევს.

„ეს განცხადება ორ რამეს მიანიშნებს, – პირველი, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არ აკონტროლებს მდგომარეობას საოკუპაციო ხაზზე და გაუგებარი ტვირთები გადის და შემოდის. და მეორე, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან აწარმოებს ამ მიმართულებით, აბსოლუტურად გაკოტრებულია,“ – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ლევან თარხნიშვილი.

სახელისიუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ ეს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მორიგი პოლიტიკური სვლაა და ასეთი სვლები ადრეც ყოფილა.

„ხაჯიმბამ სახელმწიფოთა შორის კეთილი ურთიერთობების შემდგომი განვითარების თემაზე ისაუბრა და ეს თემა არახალია. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური სვლა, რომელიც აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია,“ – ამბობს გია ვოსლკი.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზები საქართველოში მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩადიან.

“ჩვენთან აქტიურად ვითარდება ბიზნესი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საზღვარს კვეთს, საქართველოდან შედის,”– აცხადებს ხაჯიმბა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის დაწვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიახაჯიმბა პუტინისგან ზეწოლას განიცდის – ექსპერტები ხაჯიმბას განცხადებებს აფასებენ