“რატომ ჩნდება დღეს კითხვა, როცა წინა ხელისუფლების ხერხემალი ამბობდა – რუსულ ფულს სუნი არ აქვს”

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო გაზს, ისევე როგორც ელექტროენერგიას 2008 წლის ომის პერიოდშიც კი, რუსეთიდან იღებდა და მაშინ კითხვები არ გაჩენილა.

კალაძის თქმით, ის ურთიერთობები, რაც საქართველოს და რუსეთს, ენერგეტიკული მიმართულებით გააჩნია წლების წინ არსებობდა და ის მომავალშიც გაგრძელდება.

“ეს არის დარგში არსებული თანამშრომლობა. ჩვენ ვთანამშრომლობით ელექტროენერგიის შემოტანის მიმართულებითაც, ეს ასე იყო მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით 2008 წელს, მაშინ ბუნებრივი აირიც და ელექტროენერგიაც შემოდიოდა რუსეთიდან და პრობლემა, კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს, როდესაც წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში. ამ მიმართულებითაც არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„აღნიშნული საკითხები უკავშირდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესს, კომენტარს ვერ გავაკეთებ”
შემდეგი სტატია“ნოემბერში აღარ იქნება არცერთი დევნილი, რომელსაც სახლი არ ექნება”