რატომ ჩაიშალა იურიდიული კომიტეტის სხდომა?

parlamenti

პარლამენტში 12 საათისთვის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტში კომიტეტის 6 წევრი მივიდა, თუმცა სხდომის გახსნისთვის სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ბიუროს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ის კომიტეტის სხდომის გამართვას შეეცდება, თუკი საკმარისი რაოდენობის დეპუტატები შეიკრიბებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომა რამდენიმე დღით გადაიდება, რადგან ვახტანგ ხმალაძე მივლინებით მიემგზავრება.

banner
წინა სტატიაში“მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა”
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ივანიშვილი წუწურაქია, ის თავის კაპრიზებისთვის მოქალაქეების ფულს იყენებს