რატომ უხდის ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

13samaniგაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრტს დაავალა შეწყდეს „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელის აქტიურობა. ჟურნალისტის ინფორმაციით, სადღობელაშვილს ივანიშვილის გადაწყვეტილებით შეუწყდა დაფინანსებაც, რომელითაც მას კილაძის ინფორმაციით, „სუსის“ ყოფილი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფდა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლადო სადღობელაშვილის აქტიურობა შემოიფარგლება მხოლოდ „ფეისბუქ“ აქტიურობით და როგორც წესი ის ადამიანებს ლანძღავს და ალბათ ამ განცხადების შემდეგ მეც მისი თავდასხმის ობიექტი გავხდები. მე მინდა სრული სერიოზულობით მადლობა გადავუხადო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. ჩემი ინფორმაციით, მან პირადად დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს , ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ ლადო სადღობელაშვილის აქტიურობა უნდა იქნას შეწყვეტილი და მის მივარდნებს , აქციებს და მარგინალურ გამოხდომებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ბოლო აქცია , მას უნდა ჩაეტარებინა ალასანიას ოფისთან და მან ამ აქციის ანონსითაც კი ვერ მოიგო ივანიშვილის გული. ასევე მას უკვე აღარ აქვს ის ფინანსები, რომლითაც მას აფინანსებდა სუსის ყოფილი ხელმძღვანელობა,“- განაცხადა    “პირველ რადიოსთან” საუბრისას ელისო კილაძემ..

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადობელაშვილი

“თავისუფალი თაობის” ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებას  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს.

“პატაკი ელისო კილაძეს!!!
“მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდა” – ასეა ნაციონალების სურვილი რომლის გამხმოვანებელიც გახლავთ ქბ ელისო…
ქბ ელისო მინდა გითრათ (ვიცი არაერთ ჩიტს გამომიგზავნი გადასამოწმებლად) რომ ჩვენ “თავისუფალი თაობა” არსად წავსულვართ, არც დავშილვართ, არც დაფინანსება შეგვიწყვიტეს და არც ვაპირებთ წავიდეთ სადმე, ჩვენ შეგნებულად ავიღეთ 2 თვიანი ტაიმ აუტი ერთადერთი მიზეზით – დავანახოთ მოსახლეობას და დასავლეთს თუ რაოდენ გამარგინალდა ნაციონალური მოძრაობა და “ზონა”. აქვე იმასაც გეტყვით რომ ჩემთვის მართლა გაუგებარია რატომ მომიხსენიებთ ბნ ბიძინასთან და გომელაურთან ერთ კონტექსტში, მინდა გითხრათ რომ ჩვენთვის “თაობელებისთვის” არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს შევუტიოთ ოცნებას, ან ალასანიას ან თუნდაც ბურჯანაძეს, საერთოდ არ მესმის საიდან მოგდით ამდენი ცრუ და არა ადეკვატურ ინფორმაციას ჩვენზე? თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ერთადერთი თქვენი ინფორმატორი რომელთა აზრსა და სურვილს ახმოვანებთ გახლავთ ნაციონალური მოძრაობა.
სხვათაშორის მინდა დაგპატიჟოთ ჩვენს ახალ და უკეთესს ოფისში ახლა უკვე მაჩაბელის 7 ნომერში , აქვე იმასაც გეტყვით რომ დაფინანსება გაზრდილი გვაქ პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ კეთილი ბიზნესმენებისაგან რომელთა სურვილიც ნაციონალების მოკვეთააა საზოგადოებიდან. მოკლედ მომდევნო ორ დღეს ვაცხადებ ღია კარის დღედ შეგიძლიათ მსურვეკლები გვეწვიოთ – გპირდებით არ გაგაგდებთ და სტუმარ-მასპინძლურ ტრადიციას არ დვაარღვევთ!
PS ისე სიმართლე გითხრათ არ გამიკვირდება თუ 26 მაის სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით ქბ კილაძესაც ვიხილავთ საშიმშილოდ ირაკლი წერეთელთან მისკუპებულს!

P,S. ისე სიმართლე გითხრათ არ გამიკვირდება თუ 26 მაის სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით ქბ კილაძესაც ვიხილავთ საშიმშილოდ ირაკლი წერეთელთან მისკუპებულს!”- წერს სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბუბას განთავისუფლება აშკარად პოლიტიკურია – მამუკა კუდავა
შემდეგი სტატიამე ვარ ქართველი ნიშნავს, რომ მე არა ვარ მონა – ირმა ინაშვილი