რატომ უწოდა ზურაბ ტყემალაძემ დავით დარჩიაშვილს ლეღვის ფოთოლი?

დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ოპოზიციონერ დავით დარჩიაშვილს ლეღვის ფოთოლი უწოდა. “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას ტერმინი “ლეღვის ფითოლი” თავდაპირველად თავად დარჩიაშვილმა გამოიყენა, როცა განაცხადა, რომ ზოგადსაკაცობრიო და პოლიტიკური ინტერესები ისეთ ლეღვის ფოთლად შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორ ლეღვის ფოთლადაც ახლა ევროდირექტივების გამოყენება ხდება”.
დარჩიაშვილს ამ განცხადებას პროექტის განხილვის დასრულებისას ზურაბ ტყემელაძემ უპასუხა.
“ზოგიერთი ლეღვის ფოთოლი რომ ლაპარაკობს, რომლებიც მართლა ლეღვის ფოთლის მოვალეობას ვისთვის ასრულებდნენ, როგორ ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ… მართლა ლეღვის ფოთოლი რომ ხარ, უნდა იცოდე სად ლაპარაკობ და რას ლაპარაკობ”, – მიმართა ტყემალაძემ დარჩიაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
ტყემალაძის ამ განცხადებას მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დანაშაულის პრევენციის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაჟვანიას საქმის გამომძიებელი ისევ პროკურატურაში დაიბარეს