რატომ უნდა ვისაუბრო ხადურის სინტაქსით, როცა შემიძლია სხვა კლასიკოსების ენით ვისაუბრო

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

”რატომ უნდა ვისაუბრო ხადურის სინტაქსით, როცა შემიძლია სხვა კლასიკოსების ენით ვისაუბრო. – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვას: ”ლარის გაუფასურება შოკია თუ შოკუნია?”

დოლარის გამყარება ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რუსეთში და უკრაინაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე აისახებოდა, ჩვენ ამისთვის რამდენად მზად ვიყავით, რამდენად მოემზადა ამისთვის ეკონომიკური გუნდი?

პრეზიიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ლარის სტაბილურობასთან მიმართებაში რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს  ყველაფერს აკეთებს.

როგორც პრეზიდენტმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა იყო კომენტარი, რომ თურმე ლარის კურსზე მოახდინა ამ ყველაფერმა გავლენა. მე ლარის სტაბილურობასთან მიმართებში, რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს და ამ ნაწილში პრეზიდენტის კომპეტენცია ფაქტიურად იმაშია, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია გააკეთოს ინვესტორებისათვის, ქვეყანა ჩართოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ჩართული ვარ და საზღვარგარეთ ჩემი ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობ ხოლმე, ეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენი ეკონომიკური გარემოს მიმზიდველობაა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვებს, როგორ ფიქრობს, რის გამო აღმოჩნდა მთავრობა, მისივე შეფასებით, ფორსმაჟორულ სიტუაციაში და უნდა შეხებოდა თუ არა ცვლილებები ეკონომიკური გუნდის წევრებსაც, პრეზიდენტის თქმით, ეს არის შეკითხვები, რომლებზე პასუხსაც საზოგადოება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებისგან იმსახურებდა.
“ამ კითხვებზე უნდა ყოფილიყო პასუხები გაცემული. ჩვენ ხომ აბსოლუტურად ღია და თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ?! ხალხს, რომელმაც დაამტკიცა, რომ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შეუძლია, ღირსია ამ კითხვებზე გაეცეს ადეკვატური პასუხები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ამის კომპეტენცია გააჩნია. მე დავინახე, რომ არის ვითარება, სადაც ყოველ წამში იცვლება გარემო. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აგვეღო მცირე ტაიმ-აუტი, დავმშვიდებულიყავით და ეს სიმშვიდე გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ მეტი აგვეხსნა საზოგადოებისთვის და გადაწყვეტილება მშვიდად მიგვეღო”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

banner
წინა სტატიაშითუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს
შემდეგი სტატიანახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც ეს გადაწყვეტილება დააწიეს გზაში–თინა ხიდაშელი