რატომ იყიდა ივანიშვილმა კოდუასაგან GDS ?

მელიშვილზე

ბევრი ვიფიქრე ამ პატარა წერილს როგორი შესავალი მოუხდებოდა. ბევრჯერ დავიწყე წერა და ბევრჯერვე წავშალე, ბოლოს მივედი დასკვნამდე: აქ, ამ პატარა წერილში, იმდენად საინტერესო ამბავი უნდა მოგითხროთ, შესავალი სულაც არაა საჭირო! აი, გამოსავალი კი ნამდვილად გვჭირდება და ამ გამოსავალზე ყველამ ერთად იფიქრეთ, ჩვენო მკითხველებო. და კიდევ ერთი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ „თითიდან გამოწოვილი“ ინფორმაცია არაა და სურვილის შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ…

მელიშვილზე
მოკლედ, ორი ამბავი მინდა გამცნოთ, პირველი: უმრავლესობისთვის საყვარელი (გარკვეულ ეტაპზე) მეცხრე არხი რომ დაიხურა, იგივე უმრავლესობას არ უკითხავს რატომ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა GDS, არავის დაუსვამს კითხვა თუ ტელევიზია უნდოდა, მეცხრე არხი რაღა GDS-ი და რატომ არა აწყობილი, დაკომპლექტებული, რეიტინგული მეცხრე არხი?! ეს კიტხვა შესაძლებლობის მიუხედავად არც ივანიშვილისთვის დაუსვამს ვინმეს. დღეს კი სრულიად შემთხვევით ვგებულობთ, რომ იმ დროს როცა მეცხრე არხის გადასარჩენად ხალხი ფულს აგროვებდა და ათასგვარ გზას ეძებდა, როგორმე ტელევიზია არ დახურულიყო, ბიძინა ივანიშვილი, არც მეტი არც ნაკლები, დავით კოდუასაგან (ირაკლი კოდუას ძმისაგან) ყიდულობდა GDS-ს.
ეს ერთი ამბავი, მეორე ამბავი უფრო „შორეული წარსულიდან“ იღებს სათავეს ვიდრე პირველი: „კორტები“ თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების გადანაწილების დროს „კორტები“ წილად ერგო ჯოზეფ ქეის და კოდუების ოჯახს. მოგვიანებით, როცა ქეი ცუდი ბიჭი გახდა „კორტების“ 100%-იანი წილი „რაღაც მანქანებით“ კოდუას ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა . საბუთები გაფორმებული არც იყო წესიერად სააკაშვილს ამ ადგილას იუსტიციის სახლის აშენების იდეა რომ მოუვიდა.

მელიშვილზე კოდუა და დედამისი  ლაურა ღაჭავა ჯოზეფ ქეისავით ცუდები რაკი არ იყვნენ, მიშამ ეს ტერიტორია ღაჭავას გაუცვალა ჭავჭავაძეზე მდებარე მეცხრე საავადმყოფოს ორ შენობაში, პეკინზე მდებარე პოლიკნინიკის შენობაში, მელიქიშვილზე მდებარე ფაღავას სახელობის კლინიკის შენობაში და არც მეტი არც ნაკლები ასევე მელიქიშვილზე მდებარე ისტორიის მუზეუმის შენობაში. აქ არის ერთი მეტად საინტერესო დეტალი: თავის დროზე როცა ქეი იყო კორტების მეწილე, ეს ტერიტორია „ქართუ ბანკში“ იქნა ჩადებული. როცა „ჩეინჯი“ მოხდა, ბუნებრივია საფინანსო ყველა საჭირო პროცედურა „ჩერეზ“ „ქართუ ბანკით“ იქნა ჩატარებული და როგორც იმჟამად ლაურა ღაჭავა აცხადებდა ეს ყველაფერი დაიგეგმა ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში.
ეს არის მეორე ამბავი რომელიც თქვენთვის მინდოდა მომეთხრო. დაბოლოს, შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია: „პრინციპში რა გასაკვირია ეს, როცა „ქართუ ბანკმა“ ცოტა ხნის წინ კერძო პირს ლაურა ღაჭავას, ალბათ მისი „გენერალიტეტისადმი“ კეთილი დამოკიდებულებისა გამო, „საქართველოს ბანკის“ ვალი გადაუფარა და ზედ 600 ათასიანი სესხიც დაუმატა.

მელიშვილზე
აი, ასე, ახლა კიდევ იტყვის ვინმე ბოღმიანი ხარო და კიდევ არ გამცემთ კითხვაზე – ვისი ვისაშია? – პასუხს?“
ჰოდა, იგივე კითხვა, რაც ერთხელ უკვე დავსვით ისევ „ცვეტშია“ და ეგებ ვინმემ გაგვარკვიოს რა ხდება, ამიტომაა რომ კოდუას არავინ ახსენებს და არც არავის აინტერესებს სად და როგორაა? თუ მართლა ჰგონია ვინმეს რომ ხალხს სჯერა დედა რომ ინახავს? ვინმეს ჰგონია რომ არავინ იცის საქართველოში სად იყიდა კოდუამ სახლი ან რა ბიზნესითაა დაკავებული? თუნდაც დედა აფინანსებდეს, მერე რა? და რატომაც არა რომ? აბა ღაჭავას შვილი, მაგალითად, გაბუნიამ ან სხვა გვარმა უნდა არჩინოს თუ როგორაა საქმე? დედა რომ 2008 წლის შემდეგ მოულოდნელად, მეტეორული სისწრაფით გამდიდრდა ეს როგორ მოხდა დავიჯეროთ არაა საინტერესო მავანთათვის?..

banner
წინა სტატიაშირუსული კინო-ომი… არა ,,ვარიას,,!
შემდეგი სტატიაTbilisi Open Air 2015+ფოტო