რატომ ვერ ახერხებს შალვა აბულაძის ადვოკატი დაკავებულთან შესვლას?

შალვა აბულაძის ადვოკატის განცხადებით, ის ამ დრომდე ვერ ახერხებს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას. ამ დროისთვის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწერებულებასთან იმყოფება.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თავდაპირველად ის მივიდა შს სამინისტროში, ორთაჭალაში, სადაც დაკავებული აბულაძე ჰყავდათ, სადაც სამინისტროს თანამშრომელმა უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ადვოკატი აცხადებს, რომ ციხეში ვერ მოახერხა გაერკვია მართლაც შეასახლეს თუ არა ბრალდებული დაწესებულებაში.
ადვოკატი ვითარებაში გარკვევას ამ დრომდე ცდილობს. როგორც თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, პროკურატურას თავიდანვე, როდესაც აბულაძის დაკავება მოხდა, უნდა შეეტყობინებინა ამის შესახებ, თუმცა არანაირი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ვიდრე საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, მას მიეცემა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის საშუალება.

banner
წინა სტატიაშილიტვაში პროპაგანდის გამო “РТР-Планета” გათიშეს
შემდეგი სტატია,,უპატრონო,, სენაკში მასშტაბური ქურდობა გრძელდება