რატომ დანიშნა სერგეენკომ როლანდ ახალაიას ყოფილი შტაბის უფროსი მაღალ თანამდებობაზე

რატომ დანიშნა სერგეენკომ როლანდ ახალაიას ყოფილი შტაბის უფროსი მაღალ თანამდებობაზე

ცქვიტირიაჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ზუგდიდში ყოფნისას ჟურნალისტებთან სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელის ავთანდილ ცქვიტაიას დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რატომ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, რომელიც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის როლანდ ახალაიას ერთ-ერთ შტაბს ხელმძღვანელობდა და რომელიც ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვებით გამოირჩეოდა, მინისტრმა განაცხადა, რომ იდეალური კანდიდატების პოვნა რეგიონებში ჭირს, რის გამოც წერილობითი კონკურსი ჩატარდა და სწორედ ამის მიხედვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
„რა თქმა უნდა, მათი მუშაობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა და თუ საქმესთან მიმართებაში ვნახავთ, რომ ვერ ან არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ავთანდილ ცქვიტაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როლანდ ახალაიას ერთ-ერთ შტაბს ხელმძღვანელობდა. ის შეურაცხმყოფელი მიმართვებით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართ, რისი ამსახველი ვიდეომასალების სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცქვიტაია ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადაბარგდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი „ქართული ოცნების“ შტაბში მუსაობდა. ცქვიტაია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. დაახლოებით იგივე თანამდებობა ეკავა მას შევარდნაძის მმართველობის დროსაც.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“თოფაძე და ტყემალაძე, მილიარდელები, პარლამენტში არიან ჩემ კისერზე” – ხმაური პარლამენტში
შემდეგი სტატიაუგულავას ადვოკატი – გაოცებული ვარ მოსამართლის არაადეკვატური და არაეთიკური განცხადებებით