რატომ დადის ვიზიტებზე ,,ბატკა,, ლუკაშენკო ,,კოლიასთან,, ერთად…?

lukashenko090911_3.thumbსაქართველოში ვიზიტად მყოფ ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს თან ახლავს თავისი უმცროსი ვაჟი ნოკოლაი ლუკაშენკო, რომელიც ჯერ 11 წლისაც არაა…

ვინც ალექსანდ ლუკაშენკოს მოღვაწეობას და მის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ადევნებს თვალს, მათ იციან, რომ უკვე თითქმის 7 წელია, რაც ბელორუსების ,,ბატკა,, არც ერთ ვიზიტზე თავისი უმცროსი ვაჟის, კოლიას გარეშე არ დადის… ლუკაშენკოს კოლია დაჰყავს ,,ეს-ენ-გე,,ს სამიტებზე, უცხო ქვეყნებში ვიზიტების დროს, მაღალი რანგის შეხვედრებზე, აღლუმებზე… ლუკაშენკოს ის 4 წლის ასაკში პეკინის ოლიმპიადაზეც ყავდა წაყვანილი… მსგავსი ვიზიტების გამო კოლიას, ბელორუსიის პარლამენტის მიერ ხალხთა მეგობრობის ორდენიც კი აქვს მინიჭებული… ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტი მას თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ამზადებს.

file59042127_97fd641მამა-შვილი ლუკაშენკოების ასეთი ურთიერთობა, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით განაპირობა იმან, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო – კოლიას დედის გარეშე ზრდის…

,,ის ჩემი ,,კუდია,, ყველგან მე დამყვება… მას მე ვზრდი, მე ვაცმევ, მე ვაჭმევ… მას ერთი ღამეც არ დაუძინია ჩემს გარეშე,, განაცხადა ლუკაშენკომ ერთერთ ინტერვიუში უცხოურ მედიასთან.

BCF9917E-42A9-4533-A38D-03253D42BABF_cx17_cy8_cw74_mw1024_s_n_r1კოლიას დედის შესახებ კი, ოფიციალური და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს… რუსული გაზეთის ,,კომსომოლსკაია პრავდა,,ს ჟურნალისტი იყო ბოლო პიროვნება, ვინც კოლიას დედაზე ჰკითხა პრეზიდენტ ლუკაშენკოს… თუმცა ,,ბატკამ,, ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. თავად მედიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, კოლიას სავარაუდო დედა, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს საავადმყოფოს მთავარი ექიმი,  ამავე დროს ლუკაშენკოს ყოფილი პირადი ექიმი, ირინა აბელსკაია გახლავთ.

1341203786_00აღსანიშნავია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტებში მცირეწლოვან შვილთან და არა მეუღლესთან დადის… ის ოფიციალურ ქორწინებაშია და  ცოლთან გაყრილი არ არის… მისი მეუღლე  გალინა ჟოლნეროვიჩია, რომელთან ერთადაც პრეზიდენტს ორი ვაჟი. უფროსი ვიქტორი,  შუათანა დიმიტრი ყავს. დიმიტრი ლუკაშენკო, ბელორუსის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში,  ხოლო დიმიტრი ამჟამად პრეზიდენტის საზოგადოებრივ-სპორტული კლუბის ხელმძღვანელია.

lukawenko_gruziyaგუშინ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უცნობი ჯარისკაცის საფლავი მოინახულა და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს… მას ამ ცერემონიალზე თან ახლდა თავისი უმცროსი ვაჟიც… დღეს ოფიციალურ შეხვედრებში კოლია რა თქმა უნდა არ გამოჩენილა… თუმცა ხვალ ბათუმში ნახევრად ოფიციალურ ღონისძიებებში, ,,ბატკას,, ბიჭი ,,კოლია,, აუცილებლად გამოჩნდება…

 

კახაბერ ადამია

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაში200-მდე დასახელების მედიკამენტი, შესაძლოა, გაიაფდეს
შემდეგი სტატია,,მზად ვარ წავიდე,, აცხადებს კადიროვი