რატომ დაატოვებინეს “ვენდის” თანამშრომლებმა მომხმარებლებს რესტორანი? – “ვისოლ ჯგუფის” განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას “ვენდი” ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“უპირველეს ყოვლისა, „ვისოლ ჯგუფის“ სახელით კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენს მრავალ თანამემამულესთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ სტიქიით დაზარალებულებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსთაველის გამზირზე მდებარე “სმარტის” და “ვენდის” თანამშრომლებმა ”მომხმარებლებს კარი დაუკეტეს” მოკრძალებულად ვაცხადებთ: სტიქიის დროს, ძლიერი წვიმის შედეგად რუსთაველის გამზირზე არსებულ როგორც „სმარტში“ ასევე „ვენდისში“ მოხდა წყლის მასიური ჩამოდინება. აღნიშულის შედეგად ელექტროენერგიის სადენი კაბელების და ტრანსფორმატორის გავლით საფრთხეს შეექმნა ადამიანების სიცოცხლეს. დაიტბორა „სმარტის“ მინუს სართულები, გაითიშა ელექტროენერგია და ჩაირთო სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებული საგანგაშო სისტემები. სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით „ვენდისა“ და „სმარტის“ „უსაფრთხოების შინაგანაწესის“ შესაბამისად დაუყოვნებლად მოხდა სტუმრებისა და თანამშრომლების სრული ევაკუაცია. “სმარტისა” და “ვენდის” დაცვის თანამშრომლებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ თავიდან აეცილებინათ უბედური შემთხვევა. იმისათვის, რომ სრულად აღმოგვეფხვრა მიღებული ზიანი და უზრუნველგვეყო მომხმარებლების, სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება „სმარტი“ ამის შემდგომ დაკეტილი იყო 2 (ორი) დღის განმავლობაში „ვენდი“ კი მხოლოდ 14 ივნისს შუადღეს გაიხსნა. მიღებული ზიანის შესახებ ჩვენ არ გაგვიცხადებია და არც ეხლა ვაპირებთ ამაზე საუბარს. მადლობას ვუხდით „სმარტისა“ და „ვენდის“ ერთგულ მომხმარებელს, რომ გაგებით მოეკიდნენ საგანგებო მდგომარეობას. გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ და დავიცავთ ჩვენი მომხმარებლების, სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ ევროპაში უახლესი F-22 Raptor-ის განთავსებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიათავისუფალ დემოკრატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ