რატომ დააკავეს ავიაკომოანია Cathay Pacific-ის პილოტი?

ჰიტროუ1ავიაკომოანია Cathay Pacific-ის პილოტი, რომელიც ლონდონიდან ჰონკონგში უნდა გაფრენილიყო, მას შემდეგ დააკავეს, რაც დანების პაკეტი უნახეს.
ინციდენტი Germanwings-ის ალპებში ინციდენტიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ მოხდა, როცა მეორე პილოტმა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა, თვითმფრინავი მთას დააჯახა. ინციდენტის შედეგად 150 მგზავრი დაიღუპა.
Cathay Pacific ჰონკონგის ფლაგმანი კომპანიაა, რომელიც რეგულარულ რეისებს თითქმის 114 ქვეყანაში ახორციელებს სატვირთო და სამგზავრო მიმართულებით.
პილოტი, რომლის სახელიც არ ქვეყნდება, გრინვიჩის დროით 20.30 წუთზე, გაფრენიდან ერთი საათით ადრე ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მას რამდენიმე სახეობის დანა უპოვეს. პილოტი, რომელიც როგორც ვრცელდება, 61 წლის არის. ის პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, შემდეგ კი მაისამდე თავდებით გამოუშვეს.
რადგანაც შემცვლელი ეკიპაჟი ლონდონში არ იმყოფებოდა, მგზავრებმა ჰონკონგში გაფრენა მხოლოდ გუშინ, ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეძლეს.

banner
წინა სტატიაში“ძალიან გთხოვთ ასე არ ისაუბროთ, რომ თითქოს პრეზიდენტის გადაყვანა იძულებით მოხდება”
შემდეგი სტატიაგამოძიების ფედერალური ბიუროს ასობით არასწორი ლაბორატორიული დასკვნები და უკანონო პატიმრები