რატომ არ უშვებენ რუსი სამართალდამცველები ანა დურიცკაიას უკრაინაში-ნემცოვის მკვლელობის მოწმის პირველი ინტერვიუ

„მკვლელი არ დამინახავს, რადგან ის ჩვენს ზურგს უკან იყო“-ეს განცხადება ბორის ნემცოვის მეგობარმა გოგომ ანა დურიცკაიამ ტელეკომპანია „დოჟდთან“ გააკეთა.

ბირის ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ ის გარდაცვალებამდე ნემცოვს კაფეში შეხვდა და ვახშმის შემდეგ სახლში მიდიოდნენ. დურიცკაიას თქმით მას საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.

როგორც ნემცოვის მეგობარმა აღნიშნა მას უკვე მესამე დღეა სამართალდამცველები ჰკითხავენ და უკრაინაში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საკრებულოს წევრი – როდის დამთავრდება გამგებლის ტყუილების სერიალი?
შემდეგი სტატიამანანა ნაჭყებია: პუტინის რეჟიმმა მოკლა ნემცოვი