რას წერს”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მარიუპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ფედაევი

მშობლების თვალწინ, 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მარიუპოლში დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მარიუპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ფედაევი წერს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
“27 ადამიანი გარდაცვლილია, მათ შორის ორი მცირეწლოვანია, 97 კი დაჭრილია, მათ შორის 5 ბავშვია. არიან ძალიან მძიმედ დაჭრილები”, – წერს ანდრეი ფედაევი.
როგორც მარიუპოლის მერიაში აცხადებენ, “გრადის” ტიპის დანადგარებიდან “ბოევიკებმა” საცხოვრებელი რაიონები დაბომბეს.

banner
წინა სტატიაშისიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშე
შემდეგი სტატია„ისლამური სახელმწიფო“ ერთ-ერთი იაპონელი მძევლის დახვრეტის ვიდეოს ავრცელებს